სხვა ცნობილი გახდა თანხა,რომელიც გორბაჩოვს 90-იან წლებში გადაუხადეს პიცის რეკლამისათვის 2019, 4 დეკემბერი, 11:16 ამერიკულმა ჟურნალმა Louis Vuitton-მა ორი ათეული წლის შემდეგ გაამჟღავნა იმ თანხის რაოდენობა, რომელიც საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა აიღო Pizza Hut-ის რეკლამისთვის. ნოემბერი, 1997 წელი. დათოვლილ წითელ მოედანზე პაპა შვილიშვილთან ერთად შედის "პიცა ჰატ"-ში, სწრაფი კვების ობიექტი ფეიკია-ამ ადგილზე კაფე არც არასდროს ყოფილა, დეკორაცია გადაღების დროს დადგა პიცერიის საერთაშორისო ქსელმა, არა და წითელ მოედანზე თუ არ გადაიღეს რეკლამა, არაეფექტური გამოვა-ეს ხომ საერთაშორისო აუდიტორიისთვისაა გათვალისწინებული. სამაგიეროდ პაპაა ნამდვილი-საბჭოთა კავშირის ერთადერთი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, იმ დროისთის უკვე "ყოფილი". სარეკლამო რგოლის მიხედვით კაფეში მას ყველა იცნობს, დაიწყება კამათი; არასასიამოვნო შესახედაობის შუახნის მამაკაცი აკრიტიკებს გორბაჩოვს:"მთელი ქვეყანა ქაოსში მოაქცია"..მას ეკამათება ელეგანტური ახალგაზრდა ყმაწვილი:"სამაგიეროდ მან თავისუფლება მოგვცა", ამ დროს ხანშიშესული ქალი წამოიძახებს "მისი წყალობით ჩვენ გვაქვს "პიცა ჰატი"....ამის შემდეგ ის მამაკაცი, რომელიც ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდა გორბაჩოვს წამოიძახებს:"გორბაჩოვს გაუმარჯოს"!-მას სხვებიც აყვებიან... სარეკლამო რგოლის გადაღების დროს წითელი მოედანი გადაკეტეს, სცენარის უცაბედი შემობრუნების ეშინოდა ექს-პრეზიდენტის მეუღლეს რაისა გორბაჩოვს, რადგან იცოდა, რომ ხალხი სასტიკად ვერ იტანდა მას, მიუხადავად იმისა, რომ ვიდეორგოლისთვის პროფესიონალი მსახიობები დაიქირავეს. შედეგად გორბაჩოვმა 1 მილიონი დოლარი ჰონორარი ჩაიჯიბა, რომელიც საკუთარ ფონდში გადარიცხა, გორბაჩოვს მაშინ ძალიან უჭირდა, ექს-პრეზიდენტს 4000 რუბლი პენსია დაუნიშნეს, თუმცა ჰიპერინფლაციის ფონზე ეს თანხა 2 აშშ დოლარის ეკვივალენტად იქცა, სწორედ ამიტომ დათანხმდა რეკლამაში გადაღებას, თუმცა მან საკუთარი პრეტენზია წაუყენა გადამღებ ჯგუფს-მას კადრში არ უნდა ეჭამა პიცა. მოგვიანებით, 2007 წელს გორბაჩოვი ელიტური ჩანთის-Louis Vuitton რეკლამაშიც გადაიღეს, თუმცა ჰონორარის რაოდენობა უცნობია. 818 5-ს მოსწონს
|