x
image
ზოგადი განათლება
ქართველი მოსწავლეების დონე მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერებასა და წიგნიერებაში კატასტროფულია!

4 დეკემბერს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ''PISA 2018'' წლის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია.

image

საერთაშორისო კვლევა ''PISA'' 2000 წლიდან 80-მდე ქვეყანაში ტარდება და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი სამიზნე ჯგუფი 15 და მეტი ასაკის მქონე მოზარდებია. საქართველო ამ სისტემაში 2009 წლიდან ჩაერთო.

✅უკანასკნელი კვლევის შედეგებით, საქართველო წიგნიერების დონით 78 ქვეყნიდან 72-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს ჩილე, ბრაზილია, მალაიზია, კატარი(ყატარი), პერუ, ტაილანდი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და სხვები.

✅ მათემატიკის დონით საქართველო 68-ე ადგილზეა.

✅ყველაზე კატასტროფული მაჩვენებელი საქართველომ მეცნიერების კატეგორიაში დააფიქსირა. 78 ქვეყნიდან 74-ე ადგილი. ამ მაჩვენებლით მას უსწრებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ლიბია, საუდის არაბეთი, ინდონეზია და სხვ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში გოგონებმა უკეთესი შედეგები დააფიქსირეს, ვიდრე ბიჭებმა.

imageimage

პიზას კვლევაში საუკეთესო მაჩვენებლებით პირველ 5 ადგილს იკავებს ჩინეთი, სინგაპური, ესტონეთი, კანადა და ფინეთი. უცხოური მედია ხსნის ესტონეთის ყოფნას მოწინავე პოზიციაზე სხვა, ეკონომიკურად უფრო ძლიერი ევროპული ქვეყნების თავში. BBC-ს თანახმად, ესტონეთში ადრეული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, უნდა ფლობდეს მოწმობას იმის დასადასტურებლად, რომ ის ემოციურად და გონებრივად მზად არის სასკოლო განათლებისთვის.

ესტონური განათლების სისტემის წარმატებას განაპირობებს ისიც, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უარი თქვა რუსულ სასწავლო სისტემაზე და თავისი განათლების სისტემა დაუახლოვა ფინურ მოდელს, განავითარა ონლაინ სწავლების ინსტრუმენტები და სწავლა გახადა უფასო, რითაც შეამცირა აკადემიური მოსწრების განსხვავებული მაჩვენებელი ღარიბ და საშუალო კლასის წარმომადგენელ ბავშვებს შორის.

1
107
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
107
  
2019, 4 დეკემბერი, 12:12
კატასტროფაა ეს
0 1 1