7 უძვირფასესი ყელსაბამი, რომელიც მსახიობებს ფილმის გადაღების დროს ეკეთათ (თითოეულის ფასი 1 000 000 $ ნაკლები არ არის)
«ტურისტი» (The Tourist), 2010 წ.
ფილმში ანჯელინა ჯოლის გმირი ბრილიანტის ძველებურ სამკაულებს ატარებს. სურათზე წარმოდგენილი ყელსაბამი კი, მას ბრიტანელმა დიზაინერმა რობერტ პროკოპმა ძველი ტიარიდან გადასცა. ის ფილმში გამოყენების გარდა, მსხიობის Style of Jolie საიუველირო კოლექციას დაედო საფუძვლად, რომლის გაყიდვიდან მიღებული სახსრები, ტრადიციულად, ქველმოქმედებას ხმარდება. კონკრეტულად ამ ყელსაბამის ფასი — 1 100 000 დოლარია.
«ჯენტლიმენები ირჩევენ ქერებს» (Gentlemen Prefer Blondes), 1949 წ.
კინოს სამყაროში ყველაზე ცნობილი სამკაული მერლინ მონროს გმირის ყელსაბამია, ფილმიდან – «ჯენტლიმენები ირჩევენ ქერებს». ყელსაბამის მთავარი ნაწილი ინდური ბრილიანტი Moon of Baroda იყო, რომელიც ბაროდას პროვინციის მაჰარაჯას ოჯახი 500 წლის მანძილზე ფლობდა. სამწუხაროდ, ფილმის გადაღების შემდეგ, ყელსაბამი თვალთახედვის არიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით, მხოლოდ ინდური ბრილიანტი «ამოტივტივდა», რომელიც 1 მლნ. დოლარად შეაფასეს. სამკაულის დანარჩენი ნაწილი ბედი დღემდე უცნობია. სავარაუდოდ, ის დაშალეს და სხვა სამკაულებში გამოიყენეს.
«ანა კარინინა» (Anna Karenina), 2012 წ.
კირა ნაიტლი უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ Chanel-ის საიუველირო სამკაულს ატარებს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ როდესაც ფილმში – «ანა კარინინა», მთავარ როლზე მიიწვიეს, ის საიუველირო სახლს დაუკავშირდა და ფილმისთვის შესაფერისი სამკაულის დამზადება სთხოვა. დიზაინერებმა მისთვის სპეციალური Chanel Haute Joaillerie კოლექცია შექმნეს, რომელშიც მარგალიტის და ბრილიანტის არაერთი ნივთი შედიოდა. ხოლო, ყველაზე ძვირფასი მათ შორის — Camelia Poudre ყელსაბამია, რომლის ფასი 2 000 000 $-ია.
«ტიტანიკი» (Titanic), 1997 წ.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, გულის ფორმის საფირონი, რომელიც «ოკეანის გულს» ამშვენებდა, ადრე ლუი XVI გვირგვინის ნაწილი იყო. სინამდვილეში კი, აღნიშნული ყელსაბამი Asprey & Garrad საიუველირო სახლის მიერ იყო შექმნილი. თავდაპირველად, მასში თეთრ ოქროში ფიანიტის თვლები იყო ინკრუსტირებული. ხოლო, ფილმის დიდი წარმატების შემდეგ, ყელასბამის ასლი დაამზადეს, მაგრამ ფიანიტის ნაცვლად, ბრილიანტის თვლები გამოიყენეს. აღნიშნული ყელსაბამი, საქველმოქმედო აუქციონზე, 2 200 000 $ გაყიდა. მოგვიანებით, «ოკეანის გულს» კიდევ ერთი ასლი შექმნეს, რომელშიც საფირონი 15 კარატიანი ცისფერი ბრილიანტით ჩაანაცვლეს და ყელსაბის ფასი 17 მლნ. დოლარამდე გაიზარდა.
«სადილი ტიფანისთან» (Breakfast at Tiffany's), 1961 წ.
ფილმში გამოყენებულ ბრწყინვალე სამკაულებს შორის, ერთი მათგანი ნამდვილი შედევრია. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს ოდრი ჰეპბერნს ყელსაბამი უკეთია, რომელიც 5 წყება მარგალიტის მძივისგან შედგება, ხოლო, კვეთაზე, ცენტრში – დიდი ზომის ბრილიანტის გულსაბნევია. ეს ბრილიანტი კომპანია «ტიფანის» სახელს ატარებს და მისი უცვლელი თილისმაა. დღეს ეს ყელსაბამი «რაფსოდიის» სახელით არის ცნობილი და მისი ღირებულება 3 500 000 $ შეადგენს.
«როგორ მოვიცილოთ თაყვანისმცემელი 10 დღეში» (How To Lose A Guy in 10 Days), 2003 წ.
ფილმებში გამოყენებულ ყელსაბამებს შორის, II საპატიო ადგილი – Isadora-ს უკავია, რომელიც ცნობილმა იუველირმა ჰარი უინსტონმა სპეციალურად ფილმისთვის – «როგორ მოვიცილოთ თაყვანისმცემელი 10 დღეში» და მასში მთავარი როლის შემსრულებლისთვის კეით ჰადსონისთვის შეიქმნა. სამკაულში ცენტრალური ადგილი 50 კარატიან ყვითელ საფირონს უკავია. ხოლო, ბრილიანტის ყელსაბამის ღირებულება 5 000 000 დოლარს შეადგენს.
«მულენ რუჟი!» (Moulin Rouge!), 2001 წ.
თავდაპირველად, ნიკოლ კიდმანის გმირისთვის სვაროვსკის კრისთალებიანი ყელსაბამი დაამზადეს. მაგრამ, ვარსკვლავმა «შუშების» ტარებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ თუ მისი რეკვიზიტი ნამდვილი ბრილიანტის არ იქნებოდა, როლზე უარს იტყოდა. ასეთი მუქარის შემდეგ, ფილმის პროდიუსერმა უკანასკნელი თანხების მობილიზება მოახდინა და იუველირს სტეფანო კანტურის (Stefano Canturi) მიმართა. ეს უკანასკნელი კი არ დაწვრილმანდა და 1308 ნატურალური ბრილიანტით (13 014 კარატი) ინკრუსტირებული სამკაული შექმნა. ის გადასაღებ მოედანზე, დღეში მხოლოდ 2 სთ-ით მიჰქონდათ. გადაღების დროს კი, პროდიუსერი მსახიობს ყოველ 5 წუთში ერთხელ ახსენებდა: «ნიკოლ გაითვალისწინე, ის — ნაქირავებია!».
აღნიშნული ყელსაბამი 10 000 000 მლნ. დოლარად არის შეფასებული.