x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნახეთ, როგორ მიულოცა ზაზა სარალიძემ ბიძინა ივანიშვილს პირველი შვილიშვილის შეძენა

image


ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს, პირველი შვილიშვილის შეძენას სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს და იმ დღეს იხსენებს, როდესაც ასევე მისი მშობლები პირველად ბებია და ბაბუა გახდნენ: "გილოცავთ ბატონო ბიძინა!!!
გილოცავთ პირველ შვილიშვილს და გილოცავთ იმ ბედნიერებას, იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ქვია.ვიცი რასაც გრძნობთ ეხლა და როგორი ბედნიერები ხართ, ისიც ვიცი რა სიხარული გელოდებათ წინ ყოველდღე, როცა რწმუნდები, რომ მამასთან ერთად ბაბუა გახდი და უფრო მეტად გიხარია ყველაფერი რაც მის ირგვლივ ხდება.
ნანახი მაქვს როგორი ბედნიერები იყვნენ პირველი დღიდან როცა ბებია ბაბუა გახდა ჩემი მშობლები!!!
გილოცავთ ბატონო ბიძინა და ჩვენებურად დაგილოცავ!!!!
ჯანმრთელობა ტანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს გამბედნიერებელს!!!
რაც მე ვერ დაგილოცოთ ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ!!! წმინდა გიორგის ძალა და მარიამის კალთა ფარავდეს მუდამ თქვენს პატარა სიხარულს!!!" - დაწერა ზაზა სარალიძემ ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ბერა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბერუკა დაარქვეს.




0
4652
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4652