x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფრედი მერკურისა და მისი მეგობარი მამაკაცის 80-იანი წლებით დათარიღებული პირადი ფოტოები

image


ფრედი მერკური - ადამიანი-ლეგენდა. ჟურნალ "Rolling Stone" - ის ვერსიის თანახმად, 2008 ელს, "ყველა დროის 100 უდიდეს ვოკალისტთა" შორის მის სახელ მე-18 საპატიო ადგილზე განთავსდა, ხოლო მსხვილმა მუსიკალურმა ონლაინ პლატფორმამ "AllMusic" -მა მას "მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი როკმომღერალი და უდიდესი ხმის პატრონი" უწოდა. რა თქმა უნდა, ვარსკვლავის პირად ცხოვრება საზოგადოებრივ ინტერესყოველთვის აღძრავდა.


image


ფრედი მერკურიმ, ჯიმ ჰატონი კლუბში 1984 წელს გაიცნო და სასმელიც შესთავაზა, თუმცა, უცნობ მამაკაცს მან შეთავაზებაზე თავაზიანი უარი ისე უთხრა, რომ ვერც კი მიხვდა მის წინაშე ჯგუფ "Queen"-ის სოლისტი რომ იდგა. რამდენიმე თვის შემდეგ, ჯიმი მეგობართან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, რომელმაც მის უკან მჯდომ მამაკაცზე მიუთითა: "შენ უკან ფრედი მერკური ზის!" ამჯერად, ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლისგან მან უკვე სასმელიც მიიღო და ადგილზე, მათ შორის ხანმოკლე კომუნიკაციაც შედგა.


image



დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, ისინი იმავე კლუბში სრულიად მოულოდნელად, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ფრედიმ ჯიმი სასმელზე ტრადიციულად ისევ დაპატიჟა. სწორედ იმ დღიდან მოყოლებული მათ შორის ურთიერთობა იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ საბოლოოდ, ჯიმი საცხოვრებლად მასთან "Garden Lodge"- ში გადავიდა.


image



მას შემდეგ რაც, 1987 წელს ფრედი მერკურს შიდსი დაუდგინდა, მან საყვარელ მამაკაცს ურთიერთობის დასრულება შესთავაზა, რაზეც ჰატონმა კატეგორიული უარი განაცხადა. ჯიმი მასზე სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ზრუნავდა.


image


როკის მეფემ გარდაცვალების შემდეგ თავის ახლო მეგობარს 500, 000 ფუნტი სტერლინგი და კარლოუში მიწის ნაკვეთი უანდერძა, სადაც მან საბოლოოდ სახლი ააშენა. ჯიმ ჰატონმა მუსიკოსთან ექვსწლიანი ურთიერთობა წიგნში "მერკური და მე" ("Mercury and Me") აღწერა. 20 წლის განმავლობაში აივ-ინფექციით დაავადებული ჯიმი, 2010 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
1417
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1417