x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სინამდვილეში ივანიშვილი ხელისუფლებაშია 2004 წლიდან. ამ დროიდან მისი გაწერილი გეგმით იმართება საქართველო
image

ამ ტუტუც პოლიტისტებლიშმენტს ჰგონია, რომ ივანიშვილი 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში.

სინამდვილეში ივანიშვილი ხელისუფლებაშია 2004 წლიდან. ამ დროიდან მისი გაწერილი გეგმით იმართება საქართველო.

ჯერ სააკაშვილი ჰყავდა მთავარ მენეჯერად. მოწესრიგდა სამართალდამცავი, საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო სისტემები, რომლის გამართულად მუშაობისთვის ივანიშვილმა არა მარტო ფინანსური რესურსები ჩადო, არამედ ყველაფერი მისი მომზადებული კონკრეტული გაწერილი პროგრამით გაკეთდა. ამით შესაძლებელი გახდა მასობრივი კორუფციის აღმოფხვრა. თუმცა ელიტარული კორუფცია დაიხვეწა, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო, - ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა ამ "მშიერმუცელა მონების" ფსიქოლოგია და მიუშვა.


მაგრამ სააკაშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის "უნახავმა რა ნახა" უკვე ძალიან გამაღიზიანებელი იყო სიხარბის და დემონსტრაციულობის მასშტაბის გამო. ამას დაემატა ისიც, რომ ამ მანიაკმა ბოლომდე აუშვა აფრები და რეპრესიებში სისასტიკის დასაშვებ ზღვარს გადავიდა, - ადამიანების წამება და ექსპროპრიაცია სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად და ცალკეული მაღალჩინოსნების გამდიდრების წყაროდ იქცა.

ამიტომ 2008 წლის დასაწყისში (როცა სააკაშვილთან კომუნიკაცია გაწყვიტა) შემუშავდა გეგმა "ქართული ოცნება", რომლის დასკვნითი ეტაპი ვიხილეთ 2012 წელს.

ცალკეულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა 2007 წელს ივანიშვილის უკითხავადაც სცადეს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ჩამოცილება და, რასაკვირველია, ჩაფლავდნენ.

ამასობაში სააკაშვილმა მოასწრო და ქვეყანა ომში გახვია.
ეს იყო უკანასკნელი წვეთი, რომელმაც ივანიშვილი დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო მენეჯმენტის შეცვლა.

ცალკეულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა 2009 და 2011 წლებშიც სცადეს ივანიშვილის გეგმის მასთან შეუთანხმებლად და მის გარეშე კორექტირება და, რასაკვირველია, ისევ ჩაფლავდნენ.

ეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ივანიშვილის დაკვირვების ქვეშ მიმდინარობდა, თუმცა სიფრთხილეს იჩენდა, რომ 1. აწყვეტილ და (არამხოლოდ) ძალაუფლების ხიბლით გაბრუებულ სააკაშვილს მისი გეგმის განხორციელება არ შეეფერხებინა ძალადობრივი მეთოდებით და 2. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბიციებისგან დაცლილიყვნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივანიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა აუცილებლად კონსტიტუციური გზით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კი 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართებოდა. აჩქარება და დაგვიანებაც დიდი საფრთხეს უკავშირდებოდა. (გაიხსენეთ ივანიშვილის ნათქვამი, რომ 2011 წლის 7 ოქტომბრის განცხადების შესახებ მისი უახლოესი გარემოცვის ყველა წარმომადგენელმაც არ იცოდა, ხოლო 4 ოქტომბრის მიმანიშნებელი ინფორმაცია ხელისუფლების სიფხიზლის მოსინჯვა იყო).

ამიტომ იგი არაფრით ამჟღავნებდა გეგმის არსებობას, სააკაშვილის გუნდმა და ოპოზიციონერმა პოლიტპერსონებმა კი ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ. 2011 წლის დამლევს კოალიციის შექმნის პროცესში გადარჩევას თუ გაიხსენებენ მაშინდელი "გამორჩეულები", მიხვდებიან, რომ არც ისინი შეირჩნენ შემთხვევით.

ახლა ყოფილი მენეჯმენტის წარმომადგენლები ცდილობენ, დაიბრუნონ პოზიციები, ივანიშვილი კი ფიქრობს, რომ ჩამოწერილი საქონლის დახლზე გამოდება აღარ ღირს. ამიტომაც არიან ისტერიკაში 2012 წელს ჩამოწერილი ნაცსექტაც და 2012 წლის შემდეგ ჩამოწერილებიც.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ბევრი ჩამოწერა კოალიციიდან. მომდევნო წლებშიც ბევრს ჩამოწერს. მაგრამ, რაც მთავარია, მის გეგმებში არ შედის პათოლოგიური მენეჯმენტის და მიზანთროპი სააკაშვილის უკან დაბრუნება.

საქმე ის გახლავთ, რომ მთელი ეს ატროებული ისტებლიშმენტი ვერ ხვდება:

1. ყველა მათგანი ივანიშვილის გეგმის ნაწილია;
2. ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, ვინც კონკრეტული და კარგად გაწერილი გეგმით მოქმედებს;
3. მხოლოდ ივანიშვილს აქვს სრული წარმოდგენა როგორც თვალსაწიერ, ისე შორეულ მომავალზე.

სხვა დანარჩენი, უბრალოდ, იწილო-ბიწილოა.

P. S. ახლა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ.image

0
325
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0