მოვლენები ფოტოები არქივიდან, რომლებიც ამტკიცებს, რომ ხალხი უწინ უკეთესად იცვამდა 2019, 2 დეკემბერი, 11:21 მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს.
ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". საინტერესოა, როგორ დაიბადა მოდა, რომელ საუკუნეებიდან ითვლის არსებობას და რა ცვლილებები განიცადა მან ჩვენამდე? (რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟი) ქალის თეთრეული, კარადის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლის სტილი მუდმივად იცვლება. 1900-ნი წლებიდან არსებობდა ქალის თეთრეულის სპეციალური სტილები და დღევანდელ დღემდე მან დიდი ევოლუცია განიცადა. ასევე, განიცადა ევოლუცია ჩაცმის სტილმა, კაბებმა და დაიხვეწა როგორც სტილი, ასევე ფერები. გასულ 20-30 წელს თუ შევადარებთ, დღეს, უფრო დახვეწილი და ლამაზია ყველაფერი. გვყავს ძალიან ბევრი დიზაინერი და სტილის ექსპერტი, რომლებიც ყველა დღე ხვეწენ და გვთავაზობენ სულ უფრო გათანამედროვებულ ვერსიებს. ფართე, ანუ არაორდინალური და მოცულობითი სვიტერები; დავხეწილი, კლასიკური და ელეგანტური კაბები; ჯინსის დახეული ქურთუკები და ა, შ, - ეს ყველაფერი ახლა, ჩვენს ეპოქაში არ შექმნილა და თუ ამ ფოტოკრებულს გადახედავთ, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, დარწმუნდებით, რომ უწინ, ხალხს უკეთესად და უფრო ლამაზად ეცვა... ფოტოები არქივიდან, რომლებიც ამტკიცებს, რომ ხალხი უწინ უკეთესად იცვამდაიხილეთ აგრეთვე: როგორ იცვლებოდა ქალის თეთრეულის მოდა ბოლო საუკუნის მანძილზე რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟი ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1) ● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2) ● როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულში ● 12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე? 13708 11-ს მოსწონს
|