შოუბიზნესი გარდაიცვალა ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 2019, 1 დეკემბერი, 18:52 ![]() ანა მამულაშვილი 17 წლის ასაკიდან დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა, ჯერ იყო რეჟისორის ასისტენტი ტელეიმედში, შემდეგ გადავიდა ''ქრონიკაში''ჟურნალისტად, მუშაობდა მძლეოსნობის ფედერაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერად, იყო ''რუსთავი 2-''ში გახლდით გასართობი შოუების კოორდინატორი და ''ჯი-დი-ეს''-ზე ტელეწამყვანი. ![]() ანა მამულაშვილის დახმარებისთვის ფეისბუქზე სპეციალური გვერდი "#ჩვენიანისთვის" იყო გახსნილი. აი რას აცხადებდა ანა მამულაშვილი 2014 წელს ჟურნალ "რეიტინგში" მიცემულ ინტერვიუში: "პანიკურად მეშინია სიკვდილის. გველების მიმართაც მაქვს ფობია, ტელევიზორშიც რომ ვხედავ, ცუდად ვხდები." ![]() ჟურნალისტი ორი შვილის დედა იყო. 665 3-ს მოსწონს
|