x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ყველაზე თმიანმა გოგონამ სხეული გაიპარსა - როგორ გამოიყურება 17 წლის გოგო
image


17 წლის ბანგკოკის მკვიდრ გოგონას მსოფლიო იცნობს, როგორც ყველაზე თმიან ადამიანს. მას ჰიპერტრიქოზი - იშვიათი გენეტიკური გადახრა სჭირს, რომლის დროსაც მთლიანი სხეული, სახის ჩათვლით, თმითაა დაფარული.

.

ამ განსაკუთრებულობის წყალობით, სუპატრა ფატი სასუფანი 2010 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.სულ ახლახანს, მისი სოციალური ქსელის გვერდზე გაჩნდა ფოტო, რომელზეც სუპატრა ახალგაზრდა ბიჭთან ერთადაა. აღმოჩნდა, რომ იგი გოგონას ქმარია! საყვარელ ადამიანთან შეხვედრამდე, რეკორდსმენს არაერთხელ უცდია ჭარბი თმის მოშორება. ამას ლაზერულმა ეპილაციამაც კი არ უშველა - თმები აგრძელებდა ზრდას სახეზე. ყურებზე, ხელებსა და ზურგზე. ამას გარდა, სუპატრა ძალიან პატარა ნესტოებით დაიბადა, ამიტომაც მისი მშობლები იძულებული იყვნენ მისთვის დამატებითი ჟანგბადური თერაპია ჩაეტარებინათ.


.

სხვა კუთხით, გოგონა სრულიად ჩვეულებრივად იზრდებოდა: უყვარდა მეგობრებთან ერთად თამაში, მულტფილმების ყურება, სკოლაში გატაცებული იყო მუსიკითა და მათემატიკით. ახლა იგი ნორმალური ცხოვრების წესს ეწევა.როგორც გოგონას მამისგან გავიგეთ, სუპატრა რეგულარულად იპარსავდა სახეს. თავად რეკორდსმენი კი ამბობს, რომ საკუთარი ბედნიერება იპოვა. სოციალურ ქსელში ალერსიანად წერს თავის მეუღლეზე - "შენ არამხოლოდ ჩემი პირველი, არამედ მთელი ცხოვრების სიყვარული ხარ."


სუპატრას დაავადება იმდენად იშვიათია, რომ შუასაუკუნეების შემდეგ მისი მხოლოდ 50 შემთხვევაა დაფიქსირებული. მანამ, სანამ გაარკვევდნენ, რომ ეს დაავადება იყო, გოგონას სენს უბედურებად მიიჩნევდნენ. დღემდე, ამ დაავადების მატარებლები საზოგადოებას ემალებიან. სკოლაში გოგონას მაქციასა და უამრავ დამცინავ მეტსახელს არქმევდნენ, უცნობები კი თვლიდნენ, რომ გოგონას სახეზე ჰელოუინის ნიღაბი ეკეთა. მას, საბედნიეროდ, მეგობრული ოჯახი ჰყავს, რომელიც უფრთხილდება და აფასებს მას.

.

სუპატრა ამბობს: "მე არ ვგრძნობ თავს განსხვავებულად. სკოლაში უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ თმიანობა გამომარჩევს დანარჩენებისგან. ზოგიერთები დიდხანს დამცინოდნენ, მაგრამ ახლა ამას აღარავინ აკეთებს."ეს გოგონა სულიერი ძლიერებისა და ოპტიმიზმის მაგალითია. ცოტა თუ მოისურვებს მის ადგილზე ყოფნას. თუმცა, უზენაესი კანონი მოქმედებს: თუ საკუთარ თავს შეიყვარებ, ყველა შეგიყვარებს!


image

1
1215
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1215
  
2019, 1 დეკემბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1