სხვა "მამა - დედა“: ინგლისელი ტრანსგენდერი დაფეხმძიმდა და შვილი გააჩინა 2019, 30 ნოემბერი, 13:34 ფოტოზე თქვენ რაიმე უჩვეულოსა და განსაკუთრებულს ვერაფერს შეამჩნევთ, გარდა იმისა თუ როგორ უჭირავს ჩვილი ახალგაზრდა მამას ხელში, რომელსაც თავზე ნაზად ეამბორება. მაგრამ თუ გაიგებთ, რომ მან ეს პატარა მთელი 9 თვე მუცლით თავად ატარა და შემდეგ თავადვე გააჩინა, მაშინ დარწმუნებული ვარ უამრავი კითხვა დაგებადებათ.ამ მამაკაცს ფრედი მაკონელი ჰქვია და ის, თავის პატარა ვაჟთან ერთად, ინგლისში ცხოვრობს. 32 წლის ფრედიმ ბევრი წლის წინ სქესი შეიცვალა, თუმცა, შინაგანი ორგანოები ხელშეუხებელი დატოვა, რათა ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი შვილისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა.ალბათ, რთული წარმოსადგენია, რომ ოდესღაც ეს მამაკაცი საკმაოდ სიმპათიური, ქერა გოგონა იყო, რომელმაც ერთ დღესაც დედას განუცხადა, რომ ის, თავს ბიჭად გრძნობდა, თუმცა დედამ, ესმი ჩილტონმა შვილის ეს მონათხრობი არასერიოზულად ჩათვალა და ქალიშვილის ახირებას მიაწერა. როდესაც გოგონა უკვე წამოიზარდა და ედინბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა, დედას მტკიცედ განუცხადა, რომ ის, სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.დედა, შვილის გადაწყვეტილებას ისე დათანხმდა, რომ წინააღმდეგობა არც გაუწევია. მართალია ესმი ჩილტონი ძალიან განიცდიდა, რომ მას შვილიშვილები აღარასდროს ეყოლებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ის ამ აზრსაც მიეჩვია. 25 წლის ასაკში ფრედმა ტესტოსტერონის ინექციების გაკეთება დაიწყო, რომელმაც ის ვიზუალურად თანდათანობით მამაკაცს საოცრად დაამსგავსა. სასქესო ორგანო კი მან იმ იმედით დაიტოვა, რომ მომავალში მას დაორსულება და ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა.შვილის გაჩენის პერსპექტივას ექიმები ეჭვის თვალით უყურებდნენ, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ ტესტოსტერონი უნაყოფობას იწვევდა. როდესაც მაკონელს 30 წელი შეუსრულდა, მან ზემოაღნიშნული ინექციების გაკეთება შეწყვიტა, რათა სხეული ორსულობისთვის მოემზადებინა. მას მენსტრუალური ციკლიც აღუდგა და თეძოებიც გაუფართოვდა.ფრედმა დაორსულება დონორის სპერმის დახმარებით, მეორე ცდის შედეგად შეძლო, რაშიც 300 ფუნტი გადაიხადა. მამაკაცი ვერასოდეს დაივიწყებს იმ ემოციას, როდესაც მან ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტში პირველად, თავისი პატარას გულისცემა მოისმინა.მაკონელის დღითიდღე მზარდ მუცელს ცოტა ვინმე თუ აქცევდა ყურადღებას, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის შესახებ პირველად, 2017 წელს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, მომავალი მამა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.მშობიარობის პროცესი ფრედმა მამაცურად გადაიტანა და სრულიად ჯანმრთელი ბიჭიც დაბადა. ახალგამომცხვარი მამა ძალიან ბედნიერია, თუმცა, ვაჟის ოფიციალურად დარეგისტრირება მან დღემდე ვერ მოახერხა. ჯერ კიდევ მშობიარობის პროცესში ის კაცად აღიარეს, თუმცა "მამის" გრაფაში მას თავისი სახელის შეტანის უფლება არ მისცეს. მამაკაცს შესთავაზეს "დედის" სახელით გატარება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.ამჟამად, ფრედის სარჩელი ლონდონის სასამართლოში განიხილება და თუ ის, ამ საქმეს მოიგებს, მისი შვილი მსოფლიოში პირველი იქნება რომელიც მამამ გააჩინა.მანამდე კი, მაკონელი მამობით ტკბება და ირწმუნება, რომ მასა და მის ვაჟს შორის განსაკუთრებული სულიერი კავშირი არსებობს. ფრედი დარწმუნებულია, რომ ის თავისი პატარასთვის კარგი განათლებისა და უსაზღვრო მამობრივი სიყვარულის მიცემას შეძლებს.165 შეფასება არ არის |