"ამ ვითომ გასათბობად მოტანილ კასრებს აქვს ერთადერთი დანიშნულება (ხელების გათბობა მეორეულია), პოლიციამ გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საპასუხოდ, როდესაც საჭირო მომენტში ამ ალმოდებულ კასრებს პარლამენტის შენობას დაუშენენ მოწოდებით! ეკატერინე ბესელია, ალექსანდრე ელისაშვილი, კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი იღებთ პასუხისმგებლობას, თუ მხოლოდ მხადრამჭერთა გათბობაზე ზრუნავთ? ამ კითხვის ადრესატად ვგულისხმობ ყველას ერთობლივი ფოტოდან.მხოლოდ ამ კონკრეტული კითხვის პასუხი მაინტერესებს. დანარჩენი ყველა საკითხი წყდება კომუნიკაციით - იმას გარდა, რომ პოლიტიკოსი უნდა ხვდებოდეს, რით უფრო მეტი ზიანი ადგება ქვეყანას! ქვეყანას და არა მის პოლიტიკურ მომავალს.
.
იმედია, ხვდებიან შემოკრებილები, რომ პასუხისმგებლობის განაწილება მოუწევთ.აბა, ჰე, გადაწვით!ამ ტიპის გამწვავება მიანიშნებს, რომ საკმარისი ხალხი არაა, აჩვენოს პროტესტის მუხტი და პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლს იყენებენ დეკორაციად (ვიმედოვნებ, მხოლოდ დეკორაციად).
.
ეს, ცხადია, ვერანაირად ვერ ამსუბუქებს მაჟორიტარებისა და არა მხოლოდ მათ მიერ ჩადენილის ბრალეულობას, მაგრამ ნიშნავს, რომ ამ კასრებისა და შეშის იდეის უკან მდგართა იდენტურობას. ზუსტად ისეთივენი არიან. ჰოდა - როცა ორი ერთნაირია, ლოგიკურია, არ გადაიწვას ქვეყანა, თუ უკეთესი მაინც ვერ მოვა, იმიტომ რომ არ არის. ლოგიკურად ასეა - მორალი კი კარგა ხანია, არ გააჩნია ქართულ პოლიტიკას, ერთი კინკილა ზნეობრივი კატეგორიითაც კი არ არის დამძიმებული", - წერს ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში.