ტექნიკური NASA: 2022 წლის 6 მაისს დედამიწას კატასტროფა ემუქრება- „წამებში გაქრება ქალაქები და დაიღუპება მილიონობით ადამიანი“ 2019, 26 ნოემბერი, 12:21 ამერიკის კოსმოსის სააგენტოს მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწას ყოველ 2000 წელიწადში ფეხბურთის სტადიონის ზომის ასტეროიდი ეჯახება. მათი ინფორმაციით, უზარმაზარი კლდის მასა მოიწევს დედამიწისკენ და რამდენიმე წელიწადში მოხდება შეჯახება. ინფორმაციას express ავრცელებს. . ნასას ოფიციალური განცხადებით, ზემოხსენებული ასტეროიდი სახელად „JF1“ აუცილებლად დაეჯახება დედამიწას თუ ის ამავე მიმართულებით გააგრძელებს ფრენას, რომელიც ახლა არც თუ ისე შორსაა პლანეტისგან. . ამერიკის კოსმოსის სააგენტოს წინასწარი ვარაუდით, 128 მეტრიანი, გიზის პირამიდის კლდის მასა დედამიწას დაეჯახება 2022 წლის 6 მაისს, რომელმაც შესაძლოა გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს პლანეტისთვის - მკვლევარები არ გამორიცხავენ დასახლებულ პუნქტში მისი ჩამოვარდნის შემთხვევაში მთლიანი ქალაქის რამდენიმე წამში განადგურებას და მილიონობით ადამიანის სიკვდილს. . ასტეროიდის აფეთქების სიმძლავრედ ვარაუდობენ 230 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტს, რომელიც ჰიროსიმაში მომხდარ ატომურ აფეთქებაზე 15-ჯერ ძლიერია. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ შეჯახება მოხდება ოკეანეში, მან შესაძლოა გამოიწვიოს მასობრივი ცუნამები და ე.წ „ ატომური ზამთარი“, რომელიც დედამიწის ცოცხალ ორგანიზმებს დიდ საფრთხეს შეუქმნის. 525 შეფასება არ არის
|