საზოგადოება ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა! 2019, 26 ნოემბერი, 0:48 ერთ დღეს ვენეციის მცხოვრებლებმა თავიანთ ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ატლანტიკიდან ესტუმრათ.
![]() როგორც ჩანს, გლობალური დათბობის გამო, ვეშაპმა კურსი დაკარგა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ნაცვლად, გიბრალტარის სრუტით, ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩნდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ვენეციის ნაპირებს ვეშაპი მოადგა. პირველად ეს მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, რა დროსაც მშიერმა მოსახლოებამ ვეშაპი მოკლა და შეჭამა. ახლა ომის პერიოდი არაა და მის შეჭმას არავინ აპირებს, თუმცა მისმა კუდის თამაშმა მოსახლეობას ზიანი მიაყენა. მოქნეულმა კუდმა რამდენი გონდოლა ჩაძირა. საბოლოოდ, გარემოსდამცველებმა შეძლეს და ვეშაპი აიძულეს სამეცნიერო გემზე დამონტაჟებულ სონარს მიჰყოლოდა. ![]() მართალია ვეშაპი ცოცხალი გადარჩა და ის დიდ წყალში გაიყვანეს, თუმცა შემთხვევას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისმა მოქნეულმა კუდმა გონდოლიდან 56 წლის ბიზნესმენი, პოლონელი, იოჟეფ გალჩიკი გადააგდო, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ვენეციელებს ხშირად აქვთ შეხება ზღვის ცხოველებთან და ეს ყოველთვის დადებით ემოციებს არ იწვევს. ![]() გასული წლის ბოლოს, გრანდ კანალის შესასვლელთან, დელფინების აგრესიული თავდასხმის შედეგად, სანტა მარია დელა სალუთის საკათედრო ტაძრის მახლობლად, სანაპირო სამსახურებმა ხუთი გონდოლიერი გადაარჩინეს, რომლებიც თავიანთი გონდოლებზე დელფინების თავდასხმების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთ საიტზე უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. მომხმარებლები საიტს ფოტოშოპის გამოყენებასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება ინფორმაციის სიზუსტეს, მე პირადად მის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა თუ უცხოურ საიტს დავეყრნობით, ამბავი მართლაც მოხდა. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ, ფოტოშოპია თუ რეალობა. 1131 2-ს მოსწონს
|