ტენდენციები 2020 წლის გაზაფხულის 7 მთავარი მოდური ტრენდი 2019, 19 დეკემბერი, 13:24 ![]() სტატიაში წარმოგიდგენთ 2020 წლის გაზაფხულის 7 მთავარ ტრენდს. 1. ხელნაკეთისეზონზე დიდი ყურადღება ექცევა ტანსაცმელს, რომელიც ხელით შექმნილს ჰგავს. დიზაინერებმა აქტიურად გამოიყენეს ფაბრიკანტთან შერეული კუსტარული მოტივები, ნაქარგი თოკები და ჩახლართული ნაქსოვები.![]() 2. შემობრუნებული, ახლებურად დანახული კლასიკადიზაინერებმა ახალი სიცოცხლე აჩუქეს კლასიკურ ტანსაცმელს - სპორტულ შარვალს, ჯინსებს, ბამბის ჟაკეტს, პოლოს მაისურს და საზღვაო ტანსაცმელს. ![]() 3. გარდაქმნილი თეთრი პერანგიკლასიკური, თეთრი პერანგი ყოველთვის იყო ქალის გარდერობის აუცილებელი ნაწილი, თუმცა, ამ სეზონზე დიზაინერებმა ის უჩვეულო ჭრილებით, ნაკეცებით, ტექსტურით და დეკორატიული ელემენტებით დატვირთეს.![]() 4. მაღალი დონის ბრწყინვალებადიზაინერებმა სადა სილუეტის სამოსი გააფორმეს ბზინებით, მეტალებით და ბრჭყვიალებით, რითაც დახვეწილი და თვალისმომჭრელი კაბები შექმნეს.![]() 5. გაბერილი მკლავებიგაბერილი მკლავები არაერთი დიზაინის კოლექციაში გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ ის სეზონის უდავო ტრენდი იქნება.![]() 6. დიდი ზომის, თამამი ყვავილებისაკითხავია, ყვევილების პრინტი არის თუ არა ინოვაცირი? ალბათ, ამ სეზონზე სიახლე ისაა, რომ სამოსზე უფრო დიდ, თამამ, მოცულობით ყვავილებს შენიშნავთ.![]() 7. წვეტიანი პიჯაკიეს კლასიკური პიჯაკის ახლებური ვერსიაა. ზოგმა დიზაინერმა, მაგალითად მალგერმა, დიონ ლიმ და პროენზა შოულერმა გარისკეს და ტრადიციულ პიჯაკს ქალის თეთრეულის დეტალები, მსუქბუქი ქსოვილები და კორსეტები დაამატეს.![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. რომელს უფრო უხდება? - ცნობილი დიზაინერების კაბები მოდელებსა და სელებრითებზე 2. როგორ შევუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს 652 2-ს მოსწონს
|