მსოფლიო ნახეთ, როგორ ცხოვრობს "მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად“ აღიარებული ხოსე მუხიკა 2019, 24 ნოემბერი, 20:55 გაიცანით ეს ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანოა, მან სამხედრო ციხეებში არც მეტი, არც ნაკლები 14 წელი გაატარა. ახლა კი ის, მონტევიდეოს მახლობლად, აი, ამ პატარა, მოკრძალებულ სახლში, საკუთარ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.პრეზიდენტი ხელფასის 90 %, 12 500 დოლარის ოდენობით საქველმოქმედო ორგანიზაციებში ყოველთვიურად რიცხავს, დარჩენილ 1250 დოლარს კი, მეუღლესთან ერთად თვიდან თვემდე იზოგავს.ხოსე მუხიკას მეორე ნახევარი ასევე "სპარტანული ცხოვრების წესის" მოტრფიალეა. ერთ დროს ის პარტიზანულ მოძრაობაშიც კი ირიცხებოდა, რის შემდეგაც, მან იარაღი სახლის საქმეებზე გაცვალა. დღესდღეობით, მას ადგილობრივები უბრალოდ აღმერთებენ.ურუგვაის პრეზიდენტი ჰალსტუხს არასდროს ატარებს, და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მის გარდერობში თქვენ ერთ, ძვირადღირებულ პიჯაკს მაინც მიაგნებთ. ხოსე მუკიხას არც მობილური ტელეფონი და არც საკრედიტო ბარათი აქვს. თუმცა, 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მის სრულ განკარგულებაშია, რომლის მოვლასაც არავის ანდობს.პრეზიდენტობის პერიოდში მუხიკას მიერ შეძენილ პირად ნივთებს შორის, ყველაზე ძვირადღირებული - ავტომანქანა "Volkswagen Beetle" -ია, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც, 1945 დოლარს შეადგენს. ასკეტური ცხოვრების წესმა გულგრილი ვერც ურუგვაის პრეზიდენტი დატოვა, თავისუფალ დროს ის ყვავილების მოვლითა და საოჯახო საქმეებით არის დაკავებული.1014 შეფასება არ არის |