სიახლეები დასახელდა ყველაზე სახიფათო დღე ექიმთან ვიზიტისთვის 2019, 23 ნოემბერი, 15:44
რუსეთის ჯანდაცვის კომიტეტის საგამომძიებლო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ბასტრიკინის ინფორმაციით, ექიმები ყველაზე ხშირად შეცდომებს პაციენტების მიმართ ორშაბათ დღეს უშვებენ, ამის შესახებ იუწყება გამოცემა Baza.
საგამომძიებლო კომიტეტმა შეისწავლა 143 ინციდენტი, რომელიც 2016-2017 წლებში მოხდა, აქედან 78% დასრულდა პაციენტის გარდაცვალებით, რომელიც ექიმის გაუფრთხილებლობით მოხდა, ამის გარდა აღიძრა საქმეები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაზე, გულგრილობაზე და უარი სამედიცინო დახმარებაზე.
საქმეების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ექიმები შეცდომას ძირითადად ორშაბათ დღეს უშვებდნენ(30%), ამის გარდა ინციდენტების უმეტესობა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ხდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეცდომას ძირითადად უშვებდნენ ქალაქელი ექიმები(73%), სოფლის ექიმების შეცდომა მხოლოდ 27%. იყო, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ექიმების შეცდომების აბსოლუტური უმრავლესობა 94%-საბიუჯეტო სამედიცინო დაწესებულებებზე მოდის. მსგავსი დასკვნა ჯანდაცვის უწყებას დაეხმარება აღმოფხვრას ხარვეზები სამედიცინო სფეროში და სწორად წარმართოს პოლიტიკა. 156 2-ს მოსწონს
|