x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
«ოაზისი» წყნარი ოკეანის ნაგვის «კუნძულზე»
image


ჰავაის კუნძულების დასავლეთით, უკიდეგანო წყნარ ოკეანეში, მიდუეის ათოლი მდებარეობს. შორიდან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს მარჯნის არშიანი პატარა სამოთხეა, თბილი წყლით, ხელუხლებელი ქვიშიანი პლაჟებით და ტროპიკული ტყე–პარკებით. მაგრამ, საკმარისია მის სანაპიროებს მივუახლოვდეთ და ჩვენს წინაშე სულ სხვა სურათი გადაიშლება.


imageimage


იმის გამო, რომ კუნძულზე მტაცებლები არ ბინადრობენ, მიდუეი უამრავი ფრინველის თავშესაფრად და ალბატროსების ყველაზე დიდი კოლონიის სახლად იქცა. მაგრამ, ამავდროულად, ხმელეთის ეს ნაწილი წყნარი ოკეანის ე. წ. პლასტიკური ლაქის ცენტრში მდებარეობს.

ჰავაის კუნძულები, რომლის შემადგენლობაში მიდუეიც არის, ჯებირის ფუნქციას ასრულებს ოკეანის დინებების მიერ მიტანილი ნაგვისთვის. შედეგად, ათოლის ნაპირებზე ნაგვის გროვებთან ერთად უამრავი მკვდარი ფრინველია. «ნორმალური საკვების ნაცვლად, ფრინველები პლასტიკატებით იკვებებიან და ამის გამო, ან იგუდებიან, ან საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იღუპებიან», — ამბობს პაპაჰანაუმოკუაკეის ზღვის ეროვნული მონუმენტის ხელმძღვანელი ატლაინ კლარკი.



პაპაჰანაუმოკუაკეი, რომლის შემადგენლობაში მიდუეის ათოლიც შედის, მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ნაკრძალია და ის 2010 წელიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც არის. ახლა კი, დინებები, რომლებიც მის ირგვლივ ცირკულირებენ, პლასტიკატი და სხვა ნაგავი მიაქვთ, წყნარი ოკეანის კონტინენტალური სანაპიროებიდან. ნაგვის ზომა მიკროპლასტიკით იწყება და სათევზაო ბადეებით სრულდება. ექსპერტების შეფასებით, მიდუეის სანაპიროებზე, ყოველწლიურად, 25 ტონამდე ნაგვის გამორიყვა ხდება.


image


როგორც აღვნიშნეთ, ეს კუნძული ალბატროსებისთვის მშობლიური სახლივით არის. ისინი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ოკეანის თავზე ატარებენ, მაგრამ როდესაც გამრავლების დრო დგება, ათასობით კილომეტრს გადიან, რომ კუნძულზე დაბრუნდნენ და შთამომავლობა გამოზარდონ. როგორც წესი, ისინი ბარტყებს კალმარების კვერცხით კვებავენ, რომლებიც წყალში მოცურავე პლასტიკატების ფრაგმენტებზეა მიკრული. ეკოლოგების შეფასებით, ყოველწლიურად, ზრდასრულ ალბატროსებს წყლიდან 5 ტ-მდე პლასტიკატი ამოაქვთ. imageimage


ოკეანის დაბინძურების გამო, საფრთხე მხოლოდ ფრინველებს კი არა, ამ ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლებსაც ექმნებათ. მაგ., გადაშენების ზღვარზეა მწვანე კუ და სელაპი ბერი. ამ ცხოველებისთვის საფრთხეს სათევზაო ბადეები წაროადგენს, ხოლო ზვიგენებისთვის და სხვა დიდი ზომის თევზებისთვის, ბადეების გარდა, მათი საკვები – პატარა ზომის თევზები წარმოადგენენ, რომლებიც მიკროფაუნის ნაცვლად, მიკროპლასტიკატით იკვებებიან. ამ პლასტიკატის დაგროვება ზვიგენის კუჭში ხდება, რაც დროთა განმავლობაში, მის პარალიზებას იწვევს და თევზი იღუპება.


imageimageimageimageimageimageimage






0
546
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0