x
image
კიხოდი
"ROSSONEROS" ანუ შავ - წითელი

image

არც ისე პატარა ვიქნებოდი, ალბათ მესამე კლასში, შეიძლება მეოთხეშიც. სკოლის მერე მამაჩემს 50 თეთრს ვთხოვდი ხოლმე და SONY _ ს სათამაშოდ გავრბოდი. ვითამაშებდი რამეს ტეკენს, ან კონტრას და ჩემი დროის ამოწურვის შემდეგ სხვისი თამაშის ყურებაში ვერთობოდი. დიდი არჩევანი იყო 007, დრაივერი, მურტალ კომბატი და სხვა.. მაგრამ ფეხბურთს არც ისე ხშირად თამაშობდნენ, თუ ვინმე თამაშობდა ჩვენზე უფროსები.
ერთი ბიჭი მოდიოდა, ალბათ კვირაში ერთხელ - დაჯდებოდა და ფეხბურთს თამაშობდა სამ საათს მაინც. თავიდან არაფერი მაგრამ, მერე დამაინტერესა და ჩემ თამაშს რომ მოვრჩებოდი მას მიუჯდებოდი ხოლმე.. ყოველთვის ერთი გუნდით თამაშობდა - არასდროს არ ცვლიდა გუნდს.
ერთ დღესაც როდესაც ეს ბიჭი რჩეული გუნდით ფეხბურთს თამაშობდა ვიღაც ორი ასე 25 - 30 წლის მთვრალი ბიჭები შემოვიდნენ. ადგილი არ იყო და იქვე დაჯდნენ (ამ ბიჭს ელოდებოდნენ) თან იურას (იურას ოპერატორის მოვალეობა ეკისრა - ფულს მისცემდი და ისიც ჩაგირთავდა სასურველ თამაშს) ახლობლები იყვნენ . დაჯდნენ და უყურებდნენ როგორ ათამაშებდა გუნდს.. მაშინ თქვა ერთ - ერთმა "რა მილანით თამაშობ, მაგას ჯობია იუვე აიღო!" ბიჭს ხმა არ ამოუღია, ერთი შეხედა და თამაში გააგრძელა.
როდესაც ამ ბიჭს დრო ამოეწურა ჯიბეში ხურდები მოიჩხრიკა და დროს ვამატებო თქვა. ამაზე ეს ორი მთვრალი ტიპი აჯიჯღინდნენ _ ეეე.. ძმაო, რამდენი ხანია გიცდით. მარტო შენ ხო არ ხარ?!_ მახსოვს მაშინ ამ იურამ მიიხმო ერთ - ერთი მთვრალი და უთხრა _შეეშვი, ავადმყოფი ბიჭია, თავისი გაჭირვებია, ცალი თვალიდან ვერ ხედავს.._ კიდე უთხრა რაღაცეები მაგრამ მე ვერ გავიგონე. მაშინ ვერ მივხვდი ავადმყოფობის ამბავი იურამ იმიტომ მოიგონა ჩხუბი რომ არ ატეხილიყო თუ, სიმართლე თქვა. მერე გავარკვიე რო ეს ბიჭი ცალი თვალიდან მართლა ვერ ხედავდა..
იმ დღიდან ვგულშემატკივრობ მილანს.
მართალია დიდად არ გამეგებოდა არაფერი, ისიც კი არ ვიცოდი მილანი რომელი ქვეყნის გუნდი იყო მაგრამ, მერე დავიწყე თამაშების ყურება და მართლა შემიყვარდა.
ეხლა კი როდესაც ასე თუ ისე გამეგება რაღაცეები მაინც მილანს ვგულშემატკივრობ - მრავალი გულშემატკივარი მინახავს არსენალის, მეორე დღეს რეალს რო ბალეშიკობდნენ, ან თუნდაც მილანის ლივერპულთან რომ გამაზა ფინალი და უცბად აღმოჩნდა რომ ეს ტიპები თურმე მთელი ცხოვრება ლივერპულს ქომაგობდნენ. მიუხედავად იმისა რომ მრავალი წაგება მინახავს, მრავალი ისეთი მარცხი რომელზეც ცრემლებიც მომდგომია ( ჯერ მარტო სტამბულის ფინალი რად ღირს) მაგრამ არასდროს არ ჩამიქნევია ხელი და სხვა გუნდისკენ არ გამიხედია. როცა მილანი აგებს მაინც მიყვარს..

მე შემიძლია ვიამაყო იმით რომ ისეთ გუნდ ვქომაგობ რომელშიც ყველა დროს, ყველა ეპოქაში ცოცხალი ლეგენდები თამაშობდნენ; მე ვერ მოვესწარი "მფრინავ ჰოლანდიელს" და "გრე-ნო-ლი"_ს მაგრამ მათ მაღალ ხარისხზე კომენტარიც კი ზედმეტი იქნებოდა. მე ვუყურებდი მალდინის დაცვას რომლის გარღვევა ციხე - სიმაგრის აღების ტოლფასი იყო, ნესტას და კალაძეს - ეს წყვილი მოედანზე საუკეთესო იყო და ეს თავად ფიგუმაც აღიარა, გატუზოს რომელიც ფეხბურთის ნამდვილი მგელია იერითაც და თამაშითაც, პირლოს რომელიც დღესაც საუკეთესოა, განუმეორებელ ზედორფს, ინძაგის რომელიც ლეგენდაა, შეუდარებელ კაფუს, დიდას რომლის ტოლფასი მეკარე ჩემი აზრით არ გაჩენილა - მან მოიგო იუვესთან ლიგის ფინალი. კიდევ მრავალ ფეხბურთელს ვუყურებ და მიყვარს მილანი მიუხედავად იმისა რომ დასუსტდა მაგრამ, არ დაპატარავებულა, ის ისევ დიდი გუნდია. მხოლოდ მილანში უყვართ ისე როგორც არსად, იქ დამშვიდობებაც კი სხვანაირი იციან..


შარშან გავიგე - ის ბიჭი SONY_ს რომ თამაშობდა სულ დაბრმავებულა.

14
98
5-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
98
  
2012, 3 სექტემბერი, 13:56
დამგრუზა... ((
2012, 15 აგვისტო, 6:52
ობიექტურობა არ დამიკარგავს - ბუფონიც და ასევე აქ შეგიძლია ახსენო კასილასი, ჩეხი, კანი მაგრამ მე სულ სხვა რაღაც ვთქვი - დიდას ტოლფასი მეკარე არ დაბადებულა და არც ყოფილა - ასევეა თვითვეული სხვა მაღალი რანგის მეკარეზეც. შეუძლებელია დიდა, ბუფონი, კანი ერთმანეთს შევადაროთ იმიტომ რომ სამივე უბრალოდ უბადლოა - უბრალოდ 1 ნომერი გააღმერთეს იმდენად მაღალი დონის მეკარეა - ამიტომაც არცერთი მათგანის შემცვლელი და ტოლფასი არ გაჩენილა
2012, 15 აგვისტო, 2:45
"დიდას რომლის ტოლფასი მეკარე ჩემი აზრით არ გაჩენილა" ჰმ...კარგი ძოფს მოესწარი მაგრამ ბუფონი ?! ობიექტურობა არ ინდა დაკარგო არასდროს :)
2012, 2 აგვისტო, 19:04
არ ვიცი შენ რა ნახე, მაგრამ ლივერპული პირველ ტამიში რო გული ავარდნოდა ჩემპიონი არ იქნებოდა მეორე ტაიმი რო დაიწყო ჯერარდი მთელი სულით და გულით ამხნევებდა და ამან შედეგი გამოიღო.
2012, 2 აგვისტო, 18:26
რა იყო სიხარულის პირველ ტაიმში ვნახე ცრემლები მე
2012, 2 აგვისტო, 17:53
ეს სიხარულის ცრემლები იყო ლივერპულმა თავისი მებრძოლი სული გამოაჩინა.
2012, 2 აგვისტო, 17:49
იტირა იტირა - კარგად მახსოვს ბევრის ცრემლიანი თვალები
2012, 2 აგვისტო, 16:29
ყველაზე მნიშნელოვანია ფსიქოლოგიურად იყო მზად ასეთ მომენტში და გამოჩნდა 2005 წლის 25 მაის
2012, 2 აგვისტო, 16:28
ლივერპულს რო ეტირა ფინალს წააგებდა, მილანმა კი იმიტომ წააგო რომ არ ელოდნენ ასეთ თამაშს თუ ითამაშებდა ლივერპული
2012, 2 აგვისტო, 16:25
მაგ ფინალმა ორივე გუნდი ატირა - ლივერპული პირველ ტაიმში - მილანი თამაშის ბოლოს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10