ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.
როგორც ხოფერია წერს, გუშინდელი მოვლენები სულაც არ ნიშნავს რომ არაფერი გევშველება.
"ახლა, კარგად მომისმინეთ!
"რა გვეშელება?"- და რა გვჭირს უსაშველო?
"ურთულესი სიტუაციაა" - და რა სიტუაციაა ისეთი, რაც აქამდე არ ყოფილა და არ ან ვერ დაგვიძლევია?!
"პროცესები ჩიხში შევიდა" - რომელ ჩიხში? ჩიხში არა ტრა..მვაი-ტრ..ოლეიბუსების დეპოში. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომელიც ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ გარდაუვალი.
"ივანიშვილმა ხალხი მოატყუა"! - ოპააა... ივანიშვილმა, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მიიღო გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. პოლიტსაბჭოც დაეთანხმა. გაახმოვანა და თავისი ნება დააფიქსირა. მერე, რაც მოხდა, ტრაგიკომედიაა იმ "პოლიტიკოსების" მონაწილეობით, რომლებმაც არც მართვა იციან, არც თვლა, არც კონსტიტუცია და არც საკუთარი თავის პატივისცემა. რა უნდა ექნა ივანიშვილს? მაჟორიტარებს შეპირებოდა სიაში გამსვლელ ადგილებს?! თუ კულუარულად ეტარებინა მოლაპარაკებები იმთავითვე ბოზ ან გაბოზებულ დეპუტატებთან? და ეს უმრავლესობის "ლიდერები" რას მიკეთებდნენ?... ან საერთოდ რა გაუკეთებიათ?... ისე, წინა დღეს იბრახუნებდნენ გამხმარ მკერდზე ხელებს ამ კანონს გავიტანთო... რა ვიცი, რა ვიცი... ეტყობა, ივანიშვილის ტრაკით.. როგორც ყოველთვის... ნწ, ნწ, ნწ... ეტყობა, არ ჩაერია და არც თავის თავზე აიღო ის, რასაც ვერ შეასრულებდა.
და ბოლოს... მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც, ზურაბ ჟვანიას წასვლის შემდეგ, ლიდერი, შეფი, უფროსი არ მყოლია. ( არც მეყოლება). არც რომელიმე პარტიის წევრი გავმხდარვარ. მე დღესაც "გაერთიანებული დემოკრატების" წევრად ვთვლი თავს. მერე რა, რომ აღარც ზურაა და აღარც პარტია. როდესაც რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვიღებ, იმ გადმოსახედიდან ვიყურები და მხოლოდ მასთან და ჩემს ქვეყანასთან ვრჩები ანგარიშვალდებული.
ჰო და, ვთქვათ, გადავწყვიტე დეპუტატობა, გადავწყვიტე დაბრუნება. რა ბედი მელის მხოლოდ პროპორციული სისტემის არსებობის პირობებში? გეტყვით...- რომელიმე პარტიის დროშის ქვეშ გაერთიანება, ვინმე "ლიდერის" ჭკუაზე სიარული, ჩემი თავისუფლების დაკარგვა.
და თუ არცერთი პარტია არ მომწონს?... თუ დამოუკიდებლობა მინდა? ანუ, ხალხის, ქვეყნის, სამშობლოს და არა რომელიმე პარტიის სამსახურში ყოფნა მინდა???
მოკლედ, სულაც არ ვთვლი ამ კანონის ჩავარდნას ტრაგედიად. მეცინება ვიღაცეების კვნესაზე და კრუტუნზე.
მორჩით ნაციონალების ხაფანგიდან ყველის ჭამას.
ძალიან გრძლად მოვყევი ეს ბლა-ბლა, იმიტომ, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენც იცით, ის რომ მე ვიცი..........
ასეა ეს და ბასტა!"