საქართველო "ნუ შეაწირეთ ადამიანების ცხოვრება თქვენ გამუდმებულ სკამებისთვის ბრძოლას! სათითაოდ ყველას გკიდიათ ადამიანების ბედი!"-ნინო ნადირაძე 2019, 15 ნოემბერი, 15:20 ექიმი-კარდილოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
"პარლამენტარების მიტინგი უკვე საერთოდ გასაოცარია, შებრძანდით უკან და დაიწყნარეთ რა თავები! დაიღალა ხალხი ამ მუდმივი რყევებით! წაიღეთ ტვინი მართლა და მართლა! ნუ შეაწირეთ ადამიანების ცხოვრება თქვენ გამუდმებულ სკამებისთვის ბრძოლას! სათითაოდ ყველას გკიდიათ ადამიანების ბედი!"-წერს ნადირაძე. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა კენჭისყრაზე გამოტანილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან. ოპოზიციას არ სჯერა, რომ ივანიშვილს პროექტის მიღებაში წინააღმდეგობა გაუწია რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა, "უწოდებენ წინასწარდადგმულ სპექტაკლს" და ივანიშვილს ამომრჩევლისთვის მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ. გუშინ ლეიბორისტთა ოფისში შედგა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, სადაც დაიგეგმა მმართველი გუნდის წინააღმდეგ 3 ძირითადი მოთხოვნა: ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა, პროცესს გაემიჯნოს "ქართული ოცნება" და ამ პირობებში ჩატარდეს არჩევნები, შეცვლილი კანონმდებლობით. პარალელურად დაშლის პირასაა ქართული ოცნება, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.დღეს მათ შეუერთდნენ კონსერვატორებიც:გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე. 817 3-ს მოსწონს
|