სხვა "სკაიპმა" სპეცსამსახურებს თავისი მომხმარებლის მოსმენის უფლება მისცა 2012, 2 აგვისტო, 11:40 პოპულარულმა ხმოვანმა სერვისმა სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა დაიწყო.
ამიერიდან კომპანია "მაიკროსოფტი" სპეცსამსახურებს ნებას დართავს, "სკაიპის" მომხმარებლის საუბრებს მოუსმინოს.გარდა ამისა, პირადი მიმოწერის წაკითხვის უფლებაც ექნებათ.
ასეთია კომპანიის ახალი პოლიტიკა, რომ ყველაფერში ითანამშრომლოს სამართალდამცველ ორგანოებთან.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში "სკაიპი" სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნიდა სპეცსამსახურებს, დაშიფვრის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით.სერვისის მონაცემების მოპოვება პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, თუმცა კორპორაციამ ქსელის არქიტექტურა შეცვალა და ახლა საჭირო შემთხვევაში სამართალდამცველებს შეეძლებათ მომხმარებლის საუბრებშ "ჩართვა".
186 2-ს მოსწონს
|