სხვა საწოლი, რომელიც თავისით სწორდება 2012, 14 ივნისი, 15:53 ესპანურმა დიზაინერულმა კომპანიამ ohea-მ გამოიგონა საწოლი, რომელიც თავად სწორდება.პირველი "ჭკვიანი საწოლია", რომელსაც ლოგინის ალაგება ახალი ტექნოლოგიის დახმარებით 1 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. საწოლს გვედებზე ავტომატური გორგოლაჭი აქვს დამონტაჯებული, ხოლო თავთან სპეციალური ამწე, რომლებზეც ბალიშები მაგრდება.როდესაც გორგოლაჭი არეულ თეთრეულს ასწორებს, ამწეს ბალიშები მაღლა ააქვს და შემდეგ საბნის ზემოდან ალაგებს. "ჭკვიან საწოლს" ორი მოდელი აქვს:ავტომატური და მექანიკური.მექანიკური მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად მიუთითოს საწოლს ალაგების დრო, ხოლო ავტომატური დამონტაჯებული დეტექტორის მიხედვით, თავად ხვდება, როდისაა საწოლი ცარიელი და ამის შემდეგ თავად იწყებს საწოლის გასწორებას. 1004 9-ს მოსწონს
|