x
image
intermedia.ge
Mediator image
სუფრა, სამოსი, მორთულობა - რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის ღამეს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადი იღბლიანი იყოს
image


ჩვე­ნი ახა­ლი წლის მმარ­თვე­ლი - თეთ­რი მე­ტა­ლის ვირ­თხა მხო­ლოდ ცბი­ე­რი და სწრა­ფი კი არა, გამ­ჭრი­ა­ხი­ცაა. მას არ უყ­ვარს გეგ­მე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა. ზო­გის­თვის წლის და­სა­წყის­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახალ პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. იყა­ვით მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რე­ბი და მო­ი­ცი­ლეთ ილუ­ზი­ე­ბი - ეს დე­ვი­ზი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­გად­გე­ბათ.


თეთ­რი ვირ­თხა ლი­დე­რი და წი­ნამ­ძღო­ლია. მას სურს გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ი­მორ­ჩი­ლოს. თუ ბრძნუ­ლად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­იქ­ცე­ვით, კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი არ მოხ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, შრო­მა უპირ­ვე­ლე­სი უნდა გა­ი­ხა­დოთ, თუ გსურთ, წლის ჭირ­ვე­ულ მბრძა­ნე­ბელს ასი­ა­მოვ­ნოთ და ჯილ­დოც მი­ი­ღოთ. ნაკ­ლე­ბი ლა­პა­რა­კი და მეტი მუ­შა­ო­ბა. ასე მო­თაფ­ლავთ ჭკვი­ან, ინ­ტუ­ი­ცი­ა­გან­ვი­თა­რე­ბულ ვირ­თხას.


2020 წელს კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში, პრო­ექ­ტებ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, სახ­ლის აშე­ნე­ბა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა. რო­გორ შევ­ხვდეთ წლის მმარ­თვე­ლი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას, რომ მთე­ლი წელი იღ­ბლი­ა­ნი გვქონ­დეს? რა თქმა უნდა, დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ინ­ტე­რი­ე­რი უნდა მორ­თოთ, მო­ამ­ზა­დოთ სა­ჩუქ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით გა­ა­წყოთ სუფ­რა, მო­ა­წყოთ წვე­უ­ლე­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა. მე­ნი­უ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყე კერ­ძე­ბი უნდა გქონ­დეთ. შიმ­შილს თეთ­რი ვირ­თხა ვერ აი­ტანს. სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი - სას­მე­ლი, ხილი, ხორ­ცი - თევ­ზის, ფრინ­ვე­ლის, ღვე­ზე­ლე­ბი, პიცა და ხა­ჭა­პუ­რი, თხი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დი, კოქ­ტე­ი­ლე­ბი, წვე­ნე­ბი და რა თქმა უნდა, ყვე­ლი.

  • რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად

თეთ­რ ვირ­თხას ღია ფე­რე­ბი უყ­ვარს, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რი. მას­თან შე­სახ­ვედ­რად თეთრ, ვერ­ცხლის­ფერ ან მშვი­დი ფე­რის სა­მოს­ში გა­მო­ე­წყვეთ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ზო­მი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ შავი ფერი. სა­სურ­ვე­ლია აკუ­რა­ტუ­ლად, სი­ლუ­ე­ტის გა­მოკ­ვე­თით ჩა­იც­ვათ. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ მბრწყი­ნა­ვი ბრო­შე­ბი, გულ­საბ­ნე­ვე­ბი, თმის სა­მაგ­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ვერ­ცხლის­ფე­რი ქა­მა­რიც/ჰალ­ტუ­ხიც კი გა­ი­კე­თოთ. მე­ტა­ლის ვირ­თხას მოს­წონს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბრწყი­ნავს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფერ­ცხლის­ფერ ფეხ­საც­მელს ჩა­იც­ვამთ.


ინ­ტე­რი­ერ­ში ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის ხე დად­გით. სა­სურ­ვე­ლია, ბრო­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბით მორ­თოთ ან ნა­ტუ­რა­ლუ­რით, ვირ­თხას ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ლო­გი­უ­რი უყ­ვარს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო ინ­ტე­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ გვირ­გვი­ნე­ბი, პუ­ფე­ბი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სან­თლე­ბი, წვრილ-წვრი­ლი დე­კო­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სუფ­რა ღია ფე­რის უნდა გქონ­დეთ, ჭურ­ჭე­ლი - ვერ­ცხლი­სა და ბრო­ლის, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის.


  • რას უნდა მო­ე­რი­დოთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მზა­დე­ბი­სას
თუ ყვე­ლა­ფერ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილს ცრურ­წმე­ნებს უწო­დებთ, მთა­ვა­რი წე­სე­ბი მა­ინც და­ი­ცა­ვით. ახალ წელს შეხ­ვდით ისე, რომ მომ­დევ­ნო 12 თვე გქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი.



აი, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რაც ახა­ლი წლის ღა­მეს არ უნდა გა­ა­კე­თოთ:


  • ჭურ­ჭლის გა­რე­ცხვა, გა­ტეხ­ვა;
  • სუფ­რას­თან კა­მა­თი, ჩხუ­ბი;
  • სუფ­რა­ზე კერ­ძე­ბის მცი­რე ულუ­ფე­ბის და­დე­ბა;
  • სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რი­დან საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაყ­რა;
  • ახა­ლი წლის მარ­ტო­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ვნა;
  • ახალ წელს ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნა. უმი­ზე­ზო­დაც კი გა­ი­ღი­მეთ. სა­სურ­ვე­ლია, 2020 წელს მხი­ა­რუ­ლად, მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შეხ­ვდეთ. ამ­გვა­რად, ყვე­ლა­ფერ ცუდს გან­დევ­ნით თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან და ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სი­ხა­რულს და­ი­ბე­დებთ.

  • სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას
ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, გარ­თო­ბა. სა­სურ­ვე­ლია ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდეთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას, დი­ლამ­დე იცეკ­ვოთ, იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე, ვირ­თხას ქა­რაფ­შუ­ტა­სა და მფლან­გველს ვერ ვუ­წო­დებთ. რეს­ტო­რან­სა და სა­მე­ფო აპარ­ტა­მენ­ტებს, ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა აგა­რაკ­ზე ან მყუდ­რო ბი­ნა­ში ამ­ჯო­ბი­ნეთ. უფრო უკე­თე­სია, თუ ახალ წელს კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ე­გე­ბე­ბით, კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ან ბუ­ნე­ბა­ში. ერთი სი­ტყვით, ად­გილს - სა­ხუ­რავ­ზე შეხ­ვდე­ბით ახალ წელს თუ ლიფ­ტში - დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მთა­ვა­რია იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. თა­ნაც, არც ბევ­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა არაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რებ­მა შე­გიძ­ლი­ათ ფული შეკ­რი­ბოთ და ისე იმ­ხი­ა­რუ­ლოთ.


თუ ყვე­ლა პი­რო­ბას 31 დე­კემ­ბერს ვერ შე­ას­რუ­ლებთ, ნუ და­ღონ­დე­ბით, ვირ­თხა რე­ა­ლუ­რად 2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს შე­მობ­რძან­დე­ბა.

­რა სა­მო­სით შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის წელს:


ღია, მკვეთ­რი, მაგ­რამ არა მუქი, ნაც­რის­ფე­რი ფე­რის სა­მო­სი უნდა გეც­ვათ. მო­ე­რი­დეთ ვე­ფხვის პრინტს, ვირ­თხას ეს არ მო­ე­წო­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­გუ­ნას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გულ­საბ­ნე­ვი, ბრე­ლო­კი, ან ორ­ნა­მენ­ტი ჩაც­მუ­ლო­ბა­ში.


2020 წლის დი­ა­სახ­ლის საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბია: ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი, ნეფ­რი­ტის­ფე­რი, ია­სამ­ნის­ფე­რი, ღია მწვა­ნე და შავი.


ნუ გა­მო­ე­წყო­ბით ბა­ი­კე­რი­ვით. უმ­ჯო­ბე­სია, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და დახ­ვე­წი­ლად გეც­ვათ. ფეხ­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და, რაც მთა­ვა­რია, თბი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­იც­ვით.


მან­დი­ლოს­ნე­ბი ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ მა­კი­ა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბას. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ტუშს; წი­თელ, ვარ­დის­ფერ ან სტა­ფი­ლოს­ფერ პო­მა­დის ფერს. ვარ­ცხნი­ლო­ბი­დან გა­ი­კე­თეთ "კუდი" ან გა­ის­წო­რეთ თმა, რთულ ვარ­ცხნი­ლო­ბებს არ გირ­ჩევთ.





0
1841
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1841
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0