განათლება 9 მითი ძილის შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ 2019, 28 ნოემბერი, 11:19 ძილი — ყველაზე ჩვეულებრივი და ამავდროულად, ადამიანისთვის გაურკვეველი ქმედება და საჭიროებაა. ამიტომ, ის ყოველთვის ვარაუდებით და მითებით გარემოცული იყო და დღესაც არის. აქ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ რამდენიმე მითს და ცრურწმენას განვიხილავთ და ძილთან დაკავშირებული, არასწორი მოსაზრების შეცვლას შევეცდებით. თუ ვერ იძინებ — საწოლში დარჩისაწოლში დარჩენა იმისთვის, რომ ძილი არ «დაფრთხეს», — გავრცელებული შეცდომაა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უძილობას უჩივიან. სინამდვილეში, ამ დარგის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თუ დავწექით და 20 წუთში არ დაგვეძინა, საწოლში წოლას ადგომა და რამის კეთება ჯობია. საწოლში დარჩენა კი, სიტუაციაში, როდესაც ადამიანს არ ეძინება, მის უფრო მეტ გაღიზიანებას და საწოლსა და სიფხიზლეს შორის არაჯანსაღ ემოციურ კავშირს იწვევს. თუ არ გეძინებათ, შეეცადეთ წიგნი წაიკითხოთ, მუსიკას მოუსმინოთ... და ეს იქამდე გააკეთეთ, ვიდრე ძილი არ მოგერევათ. ძილის დროს ტვინი ისვენებს
ღამე აქტიურად მუშაობს ჰიპოკამპუსი, რომელიც მოკლევადიანი მეხსიერებიდან, ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ არის, რომ რამის დაზეპირების მცდელობა ძილის წინ, უკეთეს შედეგს იძლევა. სიზმრის ნახვა მხოლოდ ღრმა ძილის დროს შეიძლებაარც ეს არის სიმართლე. სიზმრის ნახვა, ძილის ნებისმიერ ფაზაში შეიძლება. ღამის მანძილზე რამდენიმე სიზმარს ვხედავთ. მაგრამ, ჩვეულებრივ, ნახევარსაც ვერ ვიმახსოვრებთ. ხოლო, სიზმრის ხასიათი იმაზეა დამოკიდებული, თუ დროის რა მონაკვეთში ხედავს მას ადამიანი: მაგ., ითვლება, რომ თუ სიზმრის ნახვა სწრაფ ფაზაში ხდება, — ის ემოციური, მკვეთრი და დასამახსოვრებელია, ძილის ნელ ფაზაში ნანახი სიზმრები კი, რეალობასთან უფრო ახლოს არის. მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლება
ყველაზე კარგი ვარიანტი, ასეთ სიტუაციაში, მთვარეულის ფრთხილად გაღვიძება და საწოლის მიმართულებით სვლისკენ ბიძგის მიცემა არის. დასვენების დღეებში, მთელი კვირის მანძილზე «დაკლებული» ძილის ანაზღაურება შეიძლება
ალკოჰოლი უძილობის კარგი საშუალებააალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, შეიძლება ადამიანმა სწრაფად დაიძინოს, მაგრამ ასეთი ძილი ხარისხიანი დასვენების გარანტია ვერ იქნება. ჯერ ერთი, ალკოჰოლური თრობის დროს, ადამიანს ხშირად ეღვიძება, თუნდაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გამო. გარდა ამისა, სიმთვრალე ორგანიზმს ძილის ღრმა ფაზაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. არა და, ორგანიზმში მიმდინარე ყველა აღდგენითი პროცესი, სწორედ ამ ფაზაში ხორციელდება. ასე, რომ, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ადამიანმა შეიძლება ხანგრძლივად იძინოს, მაგრამ გაღვიძების შემდეგ, დასვენებული და ენერგიით სავსე ნამდვილად არ იქნება.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |