საზოგადოება რაზე არ ქონდა "ეროვნულ" ფლანგს რეაქცია, რომელთა პოლიტიკა იწყება მამათმავლების უკანალებით და მანდვე მთავრდება...."- ოთარ ფანცულია 2019, 10 ნოემბერი, 21:26 " აი, რა საკითხები მიგვავიწყდა ბოლო თვეების მანძილზე: 1. ანაკლიის პროექტი შეჩერდა; 2. ორი მილიარდით გაიზარდა საგარეო ვალი; 3. ეკლესიაში მოხდა დიდი განხეთქილება; 4. კანონში ოკუპაციის შესახებ შეტანილი ცვლილებების შედეგად ხელისუფლებამ ფაქტიურად აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა; 5. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო აფხაზეთის ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც საკუთარი თავები სიცოცხლის ბოლომდე "აირჩიეს" მარადიულ დეპუტატებად; 6. დავით გარეჯის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყდა; 7. უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ ადამიანები ხელისუფლებისადმი ერთგულების ნიშნით; 8. სებ-მა რეინვესტირების მარჟა 2, 5%-ით ასწია, რის შედეგადაც ფული გაძვირდა, საბანკო პროცენტები მნიშვნელოვნად გაიზარდა; 9. პარკინგის ჯარიმები 10 ლარის ნაცვლად გახდა 50 ლარი; 10. ერთი წლის მანძილზე ქვეყანა დატოვა 60 000 საქართველოს მოქალაქემ. 11. რუსულმა საოკუპაციო ღობემ რამდენიმე კილომეტრით გადმოიწია არცერთ ამ საკითხზე "ეროვნულ" ფლანგს რეაქცია არ ჰქონია (ეკლესიის თემის გამოკლებით, რელიგია მათი პოლიტიკური იდეოლოგიის ძირითადი შემადგენელია) დიდი ბოდიში, მაგრამ მათი პოლიტიკა იწყება მამათმავლების უკანალებით და მანდვე მთავრდება. ხოლო, ვინაიდან, მათი პროტესტი მუდმივად მცდარი ადრესატისკენაა მიმართული და ვინაიდან პროტესტის გამოხატვის ფორმაც არ არის ბოლომდე ადექვატური, ისინი უნებლიედ საპირისპირო შედეგს იღებენ - პიარს უკეთებენ ლგბტ-პროპაგანდას, ამასთან "ოპოზიციურ" ტელევიზიებთან ერთად ("მთავარი არხი") ბეჯითად ეხმარებიან გეი-პროპაგანდის წამხალისებელ ხელისუფლებას აქტუალური საკითხების გადაფარვაში" - ოთარ ფანცულია, ეკონომისტი, კონფლიქტოლოგი 63 1-ს მოსწონს 1-ს არა
|