x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნახეთ, როგორ იკვებებიან არაბი ქალები რესტორნებში

image


როგორც ცნობილია, საუდის არაბეთში ქალებისთვის ნიკაბის ტარება სავალდებულო არ არის. სრულიად საკმარისია მხოლოდ ჰიჯაბი, რომელიც მხოლოდ ქალის თავის ზონას ფარავს.


image

თუმცა, მოსახლეობის ულტრა -კონსერვატიულ ფენას ურჩევნია, რომ ქალის სახე მთლიანად დაფარული იყოს, ხოლო თვალები კი ღია.


image


როგორც წესი, ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ძირითადად მამაკაცები სტუმრობენ, ქალებს კი კვება სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ურჩევნიათ.

image


თუმცა, ისეც ხდება, რომ ნიკაბში გამოწყობილი ქალბატონები წასახემსებლად უახლოეს რესტორნებს სტუმრობენ, და სწორედ აი, ამ დროს ჩნდება ლოგიკური შეკითხვაც - როგორ ახერხებენ ისინი სახიდან ნიკაბის მოუხსნელად თავისუფლად კვებას? საგანგებოდ, მათი ტრაპეზისთვის რესტორნებში გამოყოფილი არანაირი სპეციალური ოთახები არ არსებობს, რის გამოც მათ საკვების მიღება, პირდაპირ, სხვა სტუმრების თვალწინ უწევთ.


image


როგორც ირკვევა, თავსაბურავს (ნიკაბს) ნიკაპის ქვეშ საგანგებო ჭრილი აქვს, რომლის მეშვეობითაც ქალს საკვებისა და სასმელის მიღება შეუძლია, თუმცა, მან ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოს, იმდენად ფრთხილად რომ მისი სახის დანახვა ვერავინ შეძლოს.


image



0
336
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
336