x
image
თამილა გურაშვილი
ხველის ხალხური რეცეპტები,რომლებიც კარგად მუშაობს
image




ცივი სეზონის დადგომისთანავე აფთიაქში გავრბივართ, რომ ყველანაირი მედიკამენტი ვიყიდოთ გაცივებისა და ხველისთვის. ფართოდ რეკლამირებული მედიკამენტები ყოველთვის არ არის ეფექტური. საოჯახო რეცეპტების გამოყენება იაფია და ზოგჯერ უფრო ეფექტურიც. გთავაზობთ, ხველების ტრადიციულ საშუალებებს, რომლებიც კარგად მუშაობს.


1. ბოლოკის წვენი - ალბათ ყველამ იცის თაფლის და ბოლოკის წვენის შესახებ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც ხელს შეუწყობს ხველის მკურნალობას. ცხელი ქვაბის ძირში უნდა ჩაყაროთ ორი სუფრის კოვზი შაქარი, დაამატეთ დაჭრილი ბოლოკი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში რამდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ბოლოკი გახდება რბილი, გახეხეთ იგი და გაწურეთ მარლაში. ჩაასხით გამოყოფილი წვენი შუშის ქილაში ან ბოთლში და გაცივეთ. მიიღეთ წამალი ყოველდღიურად 2 ჩაის კოვზი ჭამის წინ და ძილის წინ.



image




2. მსხლისგან დამზადებული ნაყენი უმკლავდება, არა მხოლოდ ხველას, არამედ, ათავისუფლებს ნახველისგან. ჭიქა ხილი უნდა მოიხარშოს 0, 5 ლიტრ წყალში იქამდე, სანამ მსხალი არ დარბილდება. ამის შემდეგ, ბულიონი უნდა გაიხეხოს და გაიწუროს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.



image


3. მცენარული ინჰალაციები შეიძლება მრავალი ვარიაციით. მაგალითად, თანაბარი პროპორციით, შეგიძლიათ შეურიოთ ევკალიპტის ფოთლები, ძირტკბილას ფესვები და კალენდულას ყვავილები, დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ შესაძლებელია ინჰალაციის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინჰალაცია არ შეიძლება პატარა ბავშვებისთვის და მაღალი ტემპერატურის დროს.



image


4. ხველის ტაბლეტები - ხველის ტაბლეტების ყიდვა აფთიაქში არ არის აუცილებელი. მათი დამზადება მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის თქვენ მხოლოდ ორი ინგრედიენტი გჭირდებათ: თაფლი და ჯანჯაფილი. 300 გრ თაფლი და 1.5 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი უნდა მოათავსოთ ქვაბში, კარგად ავურიოთ და იდგეს ნელ ცეცხლზე სანამ არ გასქელდება. შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ნარევი გააცივეთ და ჩაასხით ფორმებში ან შექმენით პატარა ბურთები. ამ ინგრედიანტებით დამზადებული ტაბლეტების მიღების შემდეგ ხველა გაივლის რამდენიმე დღის შემდეგ.


image


5. რძე ხახვით - მართალია ეს საშინლად ჟღერს, მაგრამ, ეს ნაყენი თითქმის უზადოდ მუშაობს. წამლის მოსამზადებლად, 10 კანიანი ხახვი და ნივრის ერთი კბილი უნდა მოთავსდეს 0, 5 ლიტრ მდუღარე რძეში და მოიხარშოს 20-25 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი. მიღებული სასმელი გაფილტრეთ, გააცივეთ და მიიღეთ 3 ჯერ დღეში 2 სუფრის კოვზი.







1
183
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
183
  
2019, 9 ნოემბერი, 0:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1