ქალი და მამაკაცი ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს 2019, 7 ნოემბერი, 10:17 ლონდონის მცხოვრები მარგარეტ მაკკოლუმი ყოველდღე მეტროს სადგურის ბაქანზე ზის და ელოდება, მისი გარდაცვლილი ქმრის ხმა როდის გაიჟღერებს.
მისი მეუღლე 2007 წელს გარდაიცვალა. ამ ქალის ისტორია აჩვენებს, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს კვდება. ხმა, რომელიც ყოველთვის შენ გვერდითაა ლონდონის მეტროს მგზავრები ყოველდღე ხედავენ, Northen Line-ს სადგურზე თუ როგორ ჯდება ქალი სკამზე და ელოდება, მისი გარდაცვლილი ქმრის ხმა როდის გაიჟღერებს. მარგარეტის მეუღლემ, ოსვალდ ლოურენსმა ამქვეყნიური ცხოვრება 10-ზე მეტი წლის წინ დატოვა. ქალმა მეუღლის დაკარგვა მძიმედ გადაიტანა. იმ დღიდან მარგარეტი სადგურზე მიდის და ჩუმად უსმენს საყვარელი ქმრის ხმას, რომელიც მგზავრებს აფრთხილებს, რომ მატარებელსა და ბაქანს სორის სიცარიელეს ყურადღება მიაქციონ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანაწერია „ფრთხილად, საფეხურები!“. რომელიც ჯერ კიდევ 1950 წელს ჩაწერეს. ყოველგვარი ტანჯვის მიუხედავად, ქვრივი ამ ყოველდღიურ რიტუალში სიმშვიდეს პოულობს. რამდენიმე წლის შემდეგ ქმრის ხმა უპიროვნო, ელექტრონულით ჩაანაცვლეთ. მარგარეტს იმედი ძალიან გაუცრუვდა. ის მეტროს თანამშრომლებს დაუკავშირდა და ქმრის ხმით კვლავ ჩანაცვლება სთხოვა. ქვრივის ნაამბობი იმდენად გულთან ახლოს მიიტანეს, რომ დათანხმდნენ. ახლა ლონდონის მეტროს მგზავრები, რომლებიც Embankment-ის სადგურიდან Northen Line-ში მიდიან, ოსვალდის ხმას კვლავ გაიგონებენ. ამ ქვრივის ისტორია აჩვენებს, რომ ნამდვილი სიყვარული სიკვდილზე უფრო ძლიერია. ასევე დაგაინტერესებთ: ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით? 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ 480 1-ს მოსწონს |