x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე
image

ძალიან ხშირად, ქორწინების შემდეგ ცოლი ქმრის გვარზე გადადის. ზოგისთვის ეს ოჯახის მთლიანობის სიმბოლოა, სხვისთვის კი ტრადიცია.

მოდით ერთად გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ქალის ცხოვრება გვარის შეცვლის შემდეგ.

ნუმეროლოგიის მიხედვით, გვარი თითოეული ადამიანისთვის უნიკალური კოდია, რომელიც მას თაობების მიერ გადაეცემა. ამ კოდში ისტორია და წინაპრების ენერგეტიკა არის ჩადებული.


ზოგიერთ შემთხვევაში გვარის შეცვლა ქალის ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება ცხოვრებისეული სირთულეები და წარუმატებლობა გამოიწვიოს. ქალის გვარი კვლავ გავლენას მოახდენს, ამასთან ახალიც დაემატება, რომელიც მასთან ერთად იმოქმედებს. ის მფლობელის ცხოვრებას ან გაართულებს, ან წარმატებას და ბედნიერებას მოიზიდავს.


image

გვარის შეცვლას ფიქრობთ? სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ახალი გვარის კოდი გამოთვალეთ.

რა გავლენას ახდენს გვარი თქვენს ცხოვრებაზე, საკმაოდ რთულია. თითოეულ ასოს თავისი ნომერი აქვს მიკუთვნებული.

გვარის თითოეულ ასოს თავისი ციფრი შეუსაბამეთ და მიღებული ციფრები შეკრიბეთ. თუ ჯამი 11, 22 ან 33-ს ტოლია, მათი კვლავ დაჯამება საჭირო არაა. მათ თავისი მნიშვნელობა აქვს. სხვა შემთხვევაში ერთ მნიშვნელოვან ციფრამდე დაიყვანეთ.

მაგალითად, თქვენი გვარია ბერიძე, საჭირო ასოების ციფრებს ვპოულობთ: ბ=2, ე=5, რ=8, ი=9, ძ=1, ე=5. ახლა დააჯამეთ 2+5+8+9+1+5=30, 3+0=3. ახლა მოდით ციფრის მნიშვნელობა გავიგოთ.


image

გაშიფვრა

1.თქვენ თავისუფლების მოყვარული და მიზანდასახული ადამიანი ხართ. თქვენ უდრეკი ხასიათი და ძლიერი ნებისყოფა გაქვთ. თქვენ განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ, რომლის დახმარებით ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს პოულობთ. პასუხისმგებლობის აღების არ გეშინიათ.


2.თქვენ ძალიან მგრძნობიარე, მშვიდი ადამიანი ხართ და ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობთ. გუნდში შესანიშნავად მუშაობთ და კომპრომისა და რთული სიტუაციიდან გამოსავალს ადვილად ნახულობთ.


3.შემოქმედებითი უნარი და შესანიშნავი იუმორის გრძნობა - თქვენი სავიზიტო ბარათია. თქვენ გულახდილი და მეგობრული ადამიანი ხართ, რის გამოც გარშემომყოფებს ძალიან უყვარხართ.


4.თქვენ ნამდვილი შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. თქვენ ძალიან ამტანი, კონცენტრირებული ხართ. გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ ღებულობთ, როცა ყველა „კი“ და „არას“ კარგად აწონდაწონით.


image

5.თქვენ ძალიან თავისუფლების მოყვარე ხართ და ვერ იტანთ, როცა თქვენს ჩარჩოში მოქცევას ცდილობენ. გარდა ამისა, თქვენ ცვლილებების მიმართ სწრაფად ადაპტირებას ახდენს და ნებისმიერი თავგადასავლებისთვის მზად ხართ.


6.პრაგმატიზმი და ამქვეყნიურობა - თქვენს მთავარ თვისებებს წარმოადგენს. თქვენთვის წონასწორობის და ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.


7.ახალ ცოდნას ადვილად ითვისებთ და სიახლისთვის ყოველთვის მზად ხართ. ამასთან დეტალებს ყურადღებას აქცევთ და წვრილმანებს ზედმეტ ყურადღებას უთმობთ. თქვენ კარგი ლიდერი ხართ, რომელიც სიმდიდრეს და ძალაუფლებას უპირატესობას ანიჭებს.


8.საკუთარი ფინანსების გაკონტროლება და მისი გამრავლების უნარი გაქვთ. სავარაუდოდ, ბიზნესში დიდ წარმატებას მიაღწევთ.


image

9.ბუნებით მეოცნებე ხართ. სხვა ადამიანების გრძნობებს გაგებით ეკიდებით, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ძალიან გიჭირთ.


11.ლიდერული თვისებები განვითარებული გაქვთ. ადამიანების წინამძღოლობა და მათი შთაგონება შეგიძლიათ. გარდა ამისა, მუდმივად ახალი მიზნის და მისწრაფების ძიებაში ხართ.


22.თქვენ შესანიშნავი ორგანიზაციული შესაძლებლობით გამოირჩევით და ნებისმიერი საქმის კონტროლის საკუთარ თავზე აღების არ გეშინიათ. მომთმენი და ყველაფრის გათვლა გიყვართ, მაგრამ სხვა ადამიანების დახმარება თქვენთვის მნიშვნელოვანია.


33.მსგავსი ადამიანებიდან კარგი მასწავლებელი და მრჩეველი გამოდის. თქვენ ძალიან მიზანდასახული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ. ასევე გულახდილობით და სიკეთით გამოირჩევით.

თქვენი გვარის კოდის აღწერა თქვენს სინამდვილეს დაემთხვა? რომელი გვარი უფრო უკეთ გახასიათებთ - თქვენი თუ თქვენი მეუღლის გვარი?



ასევე დაგაინტერესებთ:

აირჩიეთ მზე და გაიგეთ, თქვენი პიროვნების ძირითადი მახასიათებელი


მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ჭკვიანი ხართ


ტესტი: თქვენი პირველი მოქმედება განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი ხართ


ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ


ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ


ის, რაც პირველად სურათზე დაინახეთ, გიამბობთ თქვენ ამჟამინდელ მდგომარეობაზე


ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი?


რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება


აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე


პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ


მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი - კარგად დააკვირდით, რა დაინახეთ სურათზე


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
1399
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1399
  
2019, 15 იანვარი, 2:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1