კინო გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი და მომღერალი მარი ლაფორე 2019, 6 ნოემბერი, 12:59 ფრანგი მსახიობი და მომღერალი მარი ლაფორე გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენოლიერში 81 წლის ასაკში. ამის შესახებ განაცხადა მარი ლაფორეს ქალიშვილის პრეს ატაშემ, რეჟისორმა ლიზა აზუელოსმა.
პირველი ჰიტი, რომელითაც მარი ლაფორემ სახელი გაითქვა იყო Les Vendanges de l'Amour (1963) შემდეგ კი Manchester et Liverpool(1967, საკმაოდ ცნობილი მელოდია საბჭოთა მსმნელებისათვის, რადგან პროგრამა "ვრემიას" ამინდის პროგნოზი, სწორედ ამ მუსიკით მთავრდებოდა.ასევე 60-70იან წლებში ჩაწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Ivan, Boris et moi, Viens Viens და სხვები.
რაც შეეხება ფილმებს მარი ლაფორემ ითამაშა 32 ფილმში, მათ შორის ალენ დელონთან ერთად "თაკარა მზეში"(1960) და La fille aux yeux d’or(1961) ონორე დე ბალზაკის რომანის მიხედვით, რომელმაც პირველი წარმატებები მოუტანა. უფრო გვიანდელ ფილმებში მარი ლაფორე კარგად ახსოვთ მაყურებლებს ფილმებიდან: "ავანტურისტები"(1984), "მხიარული აღდგომა"(1984)ჟან პოლ ბელმონდოსთან ერთად და "რვაფეხა-3"(1987) 903 4-ს მოსწონს
|