ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და-ძმის როლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მშობლების.
მათგან ვსწავლობთ, ვბაძავთ და ერთად ვიკვლევთ და ის, თუ როგორი ვართ, ნაწილობრივ მათი დამსახურებაა.
ადამიანის ცხოვრებაზე და-ძმის გავლენის შესასწავლად მკვლევარმა და პროფესორმა ლორა
პადილია-უოკერმა მთელი კვლევის ჩატარება გადაწყვიტა.
395 ოჯახზე დაკვირვების შემდეგ, რომელთა ოჯახშიც ერთზე მეტი ბავშვი იყო და ერთ-ერთი მათგანის ასაკი 10-დან 14 წლამდე იყო, სპეციალისტებმა განსაზღვრეს, რომ და/ძმა ერთმანეთს აძლევენ იმას, რისი მიცემაც მშობლებს არ შეუძლიათ.
ზოგიერთ შემთხვევაში დის/ძმის არსებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მშობლების გავლენა.
კვლევამ აჩვენა, რომ სიკეთეს და გულუხვობას და/ძმისგან ვიღებთ და არა უფროსებისგან.
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610380185085.jpg)
გარდა ამისა, ისინი, ვისაც ძმა ჰყავდათ, სქესის და ასაკის მიუხედავად თავს უფრო თავდაჯერებულად, ნაკლებად
მარტოსულებად და შეშინებულად გრძნობდნენ.
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610285785085.jpg)
კვლევის შედეგებიდან შეიძლება საინტერესო დეტალი გამოვყოთ. მათ, ვისაც ბავშვობაში და ჰყავდათ, დეპრესია როგორც მოზარდობის, ასევე ზრდასრულ ცხოვრებაში უფრო ნაკლებად აწუხებდათ.
ლორას სიტყვების თანახმად, ეს ერთგვარი ანტიდეპრესანტია და ჩვეულებრივ დაკავშირებულია ურთიერთობასთან, რაც ქალებში უფრო ძლიერია, ვიდრე კაცებში.
და/ძმასთან თბილი, უკონფლიქტო ურთიერთობა დიდ ბონუსებს გვპირდება. ახლო ნათესაური კონტაქტები ხშირად მარტოობის და დეპრესიის დაბალ დონეს და მაღალ თვითშეფასებას უკავშირდება.
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610293385085.jpg)
ადრეულ ასაკშიც კი და-ძმა ერთმანეთს მხარდასაჭერად და რთულ სიტუაციებში გასამხნევებლად ეკონტაქტება.
კიდევ ერთი კვლევა ირწმუნება, რომ და/ძმის არსებობამ შეიძლება ქორწინება გადაარჩინოს. ქალი და კაცი, რომელიც დიდ ოჯახში გაიზარდა, ქორწინებას განშორებით ნაკლებად ასრულებენ.
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610300685085.jpg)
ოჰაიოს შტატის მეცნიერების 40
წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი ძმა (და) თქვენი ქორწინების დაშლის რისკს 2 %-ით ამცირებს.
თუ ოჯახში თქვენს გარდა კიდევ 5 ბავშვი ცხოვრობს, პარტნიორთან განშორების რისკი მთელი 10%-ით მცირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
დედასთან რაც უფრო მეტ დროს ატარებთ, მით უფრო დიდხანს ცხოვრობს
ბებიები, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავენ, 20 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ - კვლევის შედეგები
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610321585085.jpg)
ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610334885085.jpg)
მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610342885085.jpg)
მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს
![დის არსებობა ბავშვს ნაკლებად
დეპრესიულს ხდის - კვლევის შედეგი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201911/2019110610353085085.jpg)