საზოგადოება ლამაზ გოგონებზე მონადირე ქართველი ძალოვნები 2012, 1 აგვისტო, 13:17 ხელისუფლება როდესაც მიღწევეზე საუბრობს, პირველ რიგში სატრაბახო უსაფრთხო ცხოვრება და მშვიდი გარემოა, პატრულებსა და ძალოვნებს ლამის ძეგლი დაუდგან. გასაგებია რომ ქუჩაში გასვლის და თავდასხმის აღარ გვეშინია, "პატრული დაგვიცავს, " მაგრამ თავად პოლიციისა თუ "დაბურულ მანქანებში" მსხდომი ჩინოსნებისაგან ვინღა დაგვიცავს?! ძალოვნან სტრუქტურაში მომუშავე ადამიანები რომ ხშირად თავის უფლებებს აჭარბებენ ეს არაა ახალი ამბავი, როცა ეს პროფესიულ სფეროს ცილდება და პირად ურთიერთობებში გადადის ესაა ტრაგედია. საერთოდ, ძალოვნებში მოდურია როცა მათ ახალგაზრდა მიმზიდველი გოგო უმშვენებს გვერდს, ერთი მეორეს ხომ არ ჩამორჩეებიან?! იმისათვის რომ სხვაზე მაგარი " გოგო" ჰყავდეს ერთმანეთს ეჯიბრებიან... მოკლედ, დიდი ნადირობაა ქალაქში. ვინც ამ ხაფანგში გაებმება, ან მომავალი კეთილდღეობის იმედად დათანხმდება მათთან ურთიერთობას სხვა თემაა, მაგრამ არსებობს ქალბატონების კატეგორია რომელტათვისაც მიუღებელია "მონადირეებთან" ყოველგვარი კონტაქტი, ამიტომ ასეთები ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, მე ვესაუბრე ერთ-ერთ მანდილოსანს, რომელმაც გაბედა და "უარი უთხრა" ძალოვანს. რა თქმა უნდა, მის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებ, პირობითად კი თიკოს ვუწოდებ: – თიკო, როგორც ვატყობ საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდი, უარი უთხარი " მეგობრობაზე" ძალოვან ჩინოვნიკს, როგორ დაიწყო ყველაფერი? – ცოტახნით ვმუშაობდი ერთ_ერთ გასართობ ცენტრში, ხშირად მოდიოდნენ უფროსის მეგობარი "ჩინოვნიკები", ერთერთი მათგანი აქტიურად ცდილობდა რომ მასთან მეკონტაქტა? – რას ნიშნავს გეკონტაქტა? რამეს გთხოვდა? – დასაწყისისთვის ცდილობდა საუბარი გაება ნომერი გაეგო, თუმცა ვცდილობდი ნაკლებად მეკონტაქტა და საუბარსაც არ ვაგრძელებინებდი. ერთხელ გავიგონე როგორ უთხრა კიდეც ჩვენს უფროსს, რამდენად გამატანო, ვითომ გასაყიდი ნივთი ვიყავი. არადა ჩვეულებრივი კლუბი იყო! ასეთ გარემოში ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი და წამოვედი იქედან. კარგა ხნის შემდეგ დამირეკკა უცნობმა პიროვნებამ და მითხრა, რომ ძველი მეგობარი იყო და მენახა, რაზეც უარი მიიღო....ზარები შეწყდა... რამდენიმე თვის შემდეგ გაჩერებაზე ვდგავარ, საღამოა და სახლში ვბრუნდები.... ჩემს წინ გაჩერდა შავი მანქანა, გადმოვიდა ბიჭი და " მეგრული აქცენტით " კარგი მეგობარივით მომიკითხა, აღვიდგინე კლუბში ჩემით რომ დაინტერესდა ის იყო. მოკითხვის შემდეგ დაპატიჟებაზე გადავიდა, არც მიკითხავს სად მეპატიჯებოდა უარით გავისტუმრე. პერიოდულად იმავე გაჩერებაზე " შემთხვევით" მხვდებოდა, უკვე მოკითხვას გასცდა და ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა. რასაც მოაყოლა:"რატომ ამბობ უარს ჩემთან ურთიერთობაზე, რა არ მოგწონვარ?? როცა პირდაპირვ ვუთხარი არა-თქო, შევატყვე რომ ძალიან გაბრაზდა. – ალბათ თავმოყვარეობა შეელახა? – ალბათ, მაგრამ არ მომწონდა ადამიანი და ამ შემთხვევაში მის პროფესიას არანაირაი მნიშვნელობა არ ქონდა. თან როდესაც ვიღაც გეძალება ხო წარმოგიდგენია. მე არ მელახება თავმოყვარეობა ისეთ ადამიანთან ვიურთიერთო რომელიც არ ჯდება ჩემ გემოვნებაში? – რა მოხდა ამის შემდეგ? – ერთხელ დილით მირეკავს, ნამდვილად არ ვიცი საიდან ჰქონდა ნომერი, რადგან ძველი შევიცველე, რომელიც ალბათ უფროსობისგან გაიგო. თუმცა ინფორმაციებზე ხომ იცით მიუწვდებათ ხელი. რომ მივხვდი ჩემთვის არასასურველი პიროვნება რეკავდა, არ მცალა-თქო და გავთიშე. ცოტახანში მომდის შეტყობინება: " ფულიც მაქვს, საღამოს არ გადამაგდო", ძალიან გამაღიზიანა ფულის ხსენებამ და მივწერე: " ფული რა შუაშია? თავი დამანებე"... მირეკავს გაბრაზებული და მეუბნება:" გოგო შენ რა თავს იფასებ? ფული იმიტომ ვახსენე რომ სადმე წავიდეთ გასართობად. რა ჩემთან არ გინდა, ვინმე გყავს უკეთესი?" ისეთი ამაზრზენი იყო, მეც ტონს მოვუმატე და მკაცრად ვუთხარი რომ არც ვერთობოდი! თავს რა თქმა, უნდა ვიფასებდი და არც საღამოს ვაპირებდი მასთან შეხვედრას, მითუმეტეს სადმე წასვლას. უარმა და კატეგორიულობამ ძალიან გააბრაზა, როგორ გავბედე და ვუყვირე, თუმცა როგორც ჩანს" მაგრად დადგომამ " რაღაც შედეგი გამოიღო და ჯერჯერობით აღარ ჩანს. – მაგრამ ისეთი უფლებებით სარგებლობენ არაფერია "ახალაიას ბიჭებისგან " გამორიცხული? არ შეგეშინდა? – შიშის რა გითხრა, მუქარით და იძულებით ვერავისთან ვიქნები, მაგრამ მართლა საშიშია რომ ერთ დღეს რამე ჩამიდონ ან დამაბრალონ, ამაზე ახლა დავფიქრდი, ხო იცი გამწარებული " ჩინოვნიკი" რას არ იზამს?! როგორც გავიგე, არც ისე დიდი თანამდებობა უკავია ამ "მოძალადეს" და რა დღეშია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ძალოვნები რაღას იზამენ?! ყველა ჩემნაირად ხომ ვერ დაიჭერს თავს, ზოგს შეიძლება შეეშინდეს და დასთანხმდეს კიდეც ფიზიკურ კონტაქტზე. აბა სული რომ არ აინტერესებთ მაგათ ცხადია!.... დაცულად ნამდვილად ვერ ვგრძნობ თავს, რომ მივმართო სამართალდამცავებს, რა აზრი აქვს? ხომ იცით" ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს!" მაკა დეკანოსიძე 2637 7-ს მოსწონს 2-ს არა
|