საზოგადოება რისი კეთება მოსთხოვა პატრიარქმა მაია ბარათაშვილს დაჟინებით- ნახეთ, რას წერს ბარათაშვილი 2019, 3 ნოემბერი, 0:58
მისი თქმით, ამს რამდენიმე წლის წინ ქონდა შესაძლებლობა პატრიარქს შეხვედროდა. "რამდენიმე წლის წინ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მის უწმინდესობას საქართველოს კათოლისკოს პატრიარქს. არასდროს ვყოფილვარ მანამდე პირადი აუდიენციით. უამრავი კითხვა დამიგროვდა იმ დროისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის, არც ველოდი რომ შეხვედრა შედგებოდა, მაგრამ ჩემმა კარგმა მეგობარმა საჩუქარი გამიკეთა და შეხვედრა ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შედგა. არასდროს დამავიწყდება პირველად რომ შემოვიდა დარბაზში, დარდიანი, მაგრამ თბილი. შეხვედრას არავინ ესწრებოდა მის გარდა. დიდი ფუფუნებაა ქვეყნის სასულიერო ლიდერთან 40 წუთი გაატარო და სრული დრო შენ დაგითმონ. საოცარი შორსმჭვრეტელობით გამოირჩეოდა, საუბრის დროს. არც მაცალა ჩემს სატკივარზე "მეწუწუნა" და პირდაპირ დაკვრა მთხოვა, მერე კიდევ მეორედ, მესამედ და ბოლოს მითხრა- "შენ უნდა იმღერო და გაახარო ხალხი". ბოლოს მითხრა- კლასიკურ მუსიკას მიაქციე ყურადღებაო. დაჟინებით მოითხოვა, გამიკვირდა. დღემდე ამ რჩევას ვითვალისწინებ, ძალიან მნიშვნლოვანს, რამაც პასუხი გასცა ჩემს კითხვათაგან ერთერთს. საუბრის პროცესში თანდათანობით, ისე, სხვათაშორის, იმას რაც მაწუხებდა ყველაფერს გაეცა პასუხი. სითბო და მყუდროება დამეუფლა მასთან საუბრის შემდეგ. რომ გამოვედი, "კიდევ მოდიო" მითხრა. ვეღარ გავბედე შეწუხება. გონებაგახსნილი, ნიჭიერი, თბილი ადამიანი. ვინ იცის მარტო რომ რჩება როგორ ტკივა ჩვენი ქვეყანა და ხალხი. მე მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს პატრიარქს. ღმერთმა დიდ ხანს გვიცოცხლოს.
1218 2-ს მოსწონს
|