საზოგადოება ადამიანის განვითარების ინდექსით ყველაზე მაღალი და დაბალი დონის ქვეყნები და საქართველოს ადგილი ამ სიაში 2019, 1 ნოემბერი, 20:44 ადამიანის განვითარების ინდექსი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს მისი განვითარების ინდიკატორს და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად. განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყნები იყოფიან 4 კატეგორიად:
მსოფლიოში ადამიანის განვითარების ინდექსით უმაღლესი დონე აქვს ნორვეგიას. მას მოსდევს შვეიცარია, ავსტრალია, ირლანდია, გერმანია, ისლანდია, ჰონკ-გონგი, შვედეთი, სინგაპური, ნიდერლანდები. საქართველო ამ სიაში 70-ე ადგილს იკავებს და გაეროს შეფასებით ადამიანის განვითარების ინდექსით მაღალი დონის კატეგორიაშია (ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი). ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთი 49-ე, სომხეთი 83-ე, აზერბაიჯანი - 80-ე და თურქეთი 64-ე ადგილს იკავებენ. სიის ბოლო ხუთეული აგი-ს ყველაზე დაბალი განვითარების ქვეყნები ასე გამოიყურება: ბურუნდი, ჩადი, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ნიგერია. 138 1-ს მოსწონს
|