x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
ყველაზე ძველი იმპერიის გაქრობის მიზეზი უკვე ცნობილია

image


ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძვ. წ. აღრ. XXIV — XXII სს-ში მესოპოტამიის ტერიტორიაზე არსებული აქადის იმპერიის გაქრობის მიზეზი გამოიკვლიეს.

აქადის იმპერია სემიტური დინასტიის დამაარსებელმა სარგოს აქადელმა შექმნა. მან მსოფლიოში პირველი ცივილიზაციის ქალაქი–სახელმწიფოები დაიპყრო და ძვ. წ. აღრ. XXIV ს. მსოფლიოში პირველი იმპერია შექმნა.

როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ გაჩნდა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტიურად, არსაიდან გაჩნდა.

შუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვები ამტკიცებენ, – რომ მათი პირვანდელი სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ხალხი საიდანღაც მოვიდნენ, რადგან როგორც კი მესოპოტამიაში დამკვიდრდა, რეკორდულად მოკლე დროში, დამწერლობა, საოცარი ხელოვნება და არქიტექრურა შექმნა. შეიძინა ზუსტი ცოდნა ასტრონომიასა და მათემატიკაში.
ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 3500 წ-დან მოყოლებული, შუმერებმა ქალაქების ირგვლივ დამცავი კედლების შენება დაიწყეს და ქალაქ–სახელმწიფოები შექმნეს. თუმცა, მათ ჩრდილოეთით მცხოვრებმა აქადებმა, შუმერების დაპყრობა მაინც შეძლეს (2350 წ.) და ყველა ქალაქი ერთ მეფეს, სარგონ დიდს (ძვ. წ. აღრ. 2369–2314 წწ.) დაუქვემდებარეს, რომელიც ისტორიაში სარგოს ძველის სახელით შევიდა.


image
150 წელის მანძილზე მართავდა სარგონების დინასტია შუამდინარეთის ქალაქ–სახელმწიფოებს, ხოლო შემდეგ იმპერიამ დასუსტება და ქალაქებმა ისევ დამოუკიდებლობის მოპოვება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, შუმერული ენა თანდათანობით ხმარებიდან გამოვიდა და დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 2000 წ. სემიტურ აქადურმა ენამ, ის საბოლოოდ, ჩაანაცვლა.

ასე გაქრა მსოფლიოში პირველი ცივილიზაცია. რაც შეეხება პირველ იმპერიას, დაშლის მიზეზს, იაპონელმა მეცნიერები, ქ. შუბატ–ელილის არქეოლოგიური გათხრების ზონაში, იმ პერიოდის ქანების ანალიზის შედეგად, დაადგინეს, რომ აქადის იმპერიის დაშლის მიზეზი ბუნებრივი პირობები იყო. მათ პალეოკლიმატური ცვლილების რეკონსტრუქცია მოახდინეს, წყლის რეჟიმი შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სარგონების დინასტიის მმართველობის ბოლო წლებში, იმპერიის ტერიტორიაზე ძლიერი გვალვა იყო, რომელმაც სოფლის მეურნეობა მიწასთან გაასწორა. ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას ქვიშიანი ქარიშხლებიც უტევდა, არასტაბილურ სოციალურ მდგომარეობას მასობრივი შიმშილიც დაემატა და ასე დაუძლურებული და გაპარტახებული ქვეყანა, ძვ. წ. აღრ. 2200 წწ. გუთებმა დაიპყრეს.

imageimageimageimageimageimageimage






2
2585
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2585
  
2019, 5 ნოემბერი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 ნოემბერი, 21:14
შუმერებს ქართველები თავიანთ წინაპრად თვლიან. ბევრი შუმერული სიტყვაა ქართულში. თუნდათ მ ა მ ა, შუმერულ მით–ში მ ა მ ი ქალღმერთია და ნიშნავს კაცთა მშობელ საშოს
0 1 2