x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბიზნესი ძველ ბაბილონში. მესოპოტამიელი ოლიგარქები და «ზეწოლა ბიზნესზე»

ბიზნესი, ყველა ადამიანის წარმოდგენაში, კარგად მოწყობილი ოფისი, «დრეს-კოდით» გამოწყობილი თანამშრომლები, დახვეწილი, ელეგატურად ჩაცმული ხელმძღვანელი და კომპიუტერზე წამებში შექმნილი დოკუმენტია, რომლის ადრესატთან გადაგზავნა, შეთანხმების მიღწევა და უკან დაბრუნება, წამების საქმეა. ჩვენს დროში, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი საათივით აწყობილი მექანიზმია.


image


მაგრამ, საინტერესოა, როგორი იყო ის უძველეს დროში? მაგ., ძველ ბაბილონში? ბევრს შესაძლოა გაეცინოს და იფიქროს, რომ ლურსმული დამწერლობის პირობებში, ბიზნესის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა და რომ იმ დროს, მხოლოდ მეფე, მისი მსახურები და უბრალო მოსახლეობა არსებობდა, რომელსაც მეფის ხაზინაში საკუთარი შრომით მიღებული სარჩო-საბადებლის ნაწილი შეჰქონდა. რეალურად, ეს ყველაფერი, მწერლების და კინომწარმოებლების მიერ მოგონილი მითებია. სინამდვილეში, ათასწლეულების წინანდელი ცხოვრება ძალიან განსხვავდება, ამ საკითხთან დაკავშირებულ, ჩვენს წარმოდგენებში არსებულ სტერეოტიპებისგან... და თუ როგორი იყო, ინფორმაციის მიღება, თიხის ფირფიტების გაშიფრვის მასალების შესწავლით შეიძლება. აქ სწორედ კვლევის შედეგების მოკლე რელიზს წარმოგიდგენთ, რომელიც გარკვეულ წარმოდგენებს იძლევა, იმ დროს არსებული ბიზნესის წარმოების, ბიზნეს ურთიერთობის და ხელისუფლების მისდამი დამოკიდებულების შესახებ.



«თქვენი ხელმოწერა, პარტნიორო!»



imageთიხის ფირფიტაზე წერა ადვილი არ იყო და ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო. მაგრამ, არა იმიტომ, რომ ვერ ისწავლიდნენ, უბრალოდ, საამისოდ დიდი დრო, ნებისყოფა და სურვილი იყო საჭირო, რაც ხშირ შემთხვევაში, საქმიან ადამიანს არა ჰქონდა და ისე, როგორც დღეს, ყველა ბიზნესმენს მდივანი ჰყავდა. კითხვა ბევრს შეეძლო, მაგრამ წერა, მხოლოდ ე. წ. კალიგრაფისტებმა იცოდნენ და მიუხედავად ამისა, უამრავი თიხის ფირფიტა არის აღმოჩენილი, რომელზეც სავაჭრო ხელშეკრულებები, თუ ბიზნეს შეთანხმებებია გაფორმებული.

ბაბილონში ძვ. წ. აღრ. 2000 წ. მიღებული კანონის თანახმად, ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა, თუნდაც სულ პატარა, მხარეთა შორის დაფიქსირებული და ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო. imageეს ბიზნესის თაღლითებისგან დასაცავად კეთდებოდა და უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კანონი, მაგ., ინგლისში, მხოლოდ XVII საუკუნეში მიიღეს!.. და აქ უკვე რთულია იმის გარკვევა, კაცობრიობა 2700 წლის მანძილზე რეგრესის გზით მიდიოდა, თუ პროგრესის…

აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ რა ხელმოწერაზე შეიძლებოდა საუბარი, თუ მოსახლეობის უმრავლესობამ წერა არ იცოდა?! მაგრამ, მესოპოტამიაში, ამ სიტუაციიდან ძალიან მარტივი და მახვილგონივრული გამოსავალი იპოვეს. თავის ხელმოწერას ყველა თან, ყელზე დაკიდულს ატარებდა! ეს პატარა, დაახლოებით, 2 სმ. სიგრძის ბეჭდის მაგვარი ქვა იყო, რომელზეც მისი მფლობელის ემბლემა იყო ამოტვიფრული (ჩვეულებრივ, საკულტო ნივთი ან სცენა). როდესაც დოკუმენტი უკვე მზად იყო, მოლაპარაკებაში მონაწილე და შეთანხმებული მხარეები, მასზე საკუთარი ბეჭდის ანაბეჭდს ტოვებდნენ, ხოლო მდივანი, მის გვერდით, ბიზნესმენის სახელს წერდა.



ბაბილონის «ბირჟა»



ბაბილონის ცივილიზაციის საქმიანი ცხოვრება ქალაქის ჭიშკართან ჩქეფდა, – ეს ერთგვარი ბირჟა იყო, სადაც ხალხი იკრიბებოდა და მიმდინარე საკითხები იხილებოდა. ხოლო, კალიგრაფისტები თვიაანთ მომსახურებას სთავაზობდნენ, ვისაც ეს ესაჭიროებოდა. ხან ისეც ხდებოდა, რომ ერთდროულად, დოკუმენტის ორი ასლი იქმნებოდა – თითოეული მხარისთვის ცალ-ცალკე. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, დოკუმენტი მხოლოდ ერთი იყო.


მესოპოტამიის ოლიგარქები



ძველი მესოპოტამიის ტაძრების უმრავლესობა, მხოლოდ რელიგიური კი არა, კულტურული, ადმინისტრაციული, საწარმოო (იქ ძირითადად, ქალები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც ძაფს რთავდნენ და ქსოვილს ამზადებდნენ) და კომერციული ცენტრიც იყო. მოცემულ შემთხვევაში, რადგან ძველი ბაბილონის ბიზნესს განვიხილავთ, მხოლოდ მის კომერციულ დანიშნულებას შევეხებით და უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით, ტაძარი სხვადასხვა მიმართულებით ფუნქციონირებდა:

I. ყველა ტაძარს საკუთრებაში, საკმაოდ დიდი ფართობის მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელსაც ამუშავებდნენ და ამისთვის მუშა ხელს ქირაობდნენ ან მიწას აქირავებდნენ და ორივე შემთხვევაში, საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებდნენ. ამას მრევლის შემოწირულობაც ემატებოდა და ტაძარში იმაზე მეტი დოვლათი გროვდებოდა, ვიდრე მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ფუნქცია, რომელსაც ძველ ბაბილონში ტაძრებში ახორციელებდნენ, ხოლო ჩვენს რეალობაში, ამას ბანკი აკეთებს:

II. ფულის სესხში გაცემა (ფული აქ პირობითი ცნებაა, რადგან იმ დროს, ფულადი სისტემა ნაკლებად იყო განვითარებული და აღებ-მიცემა, ძირითადად, ნატურით ხორციელდებოდა). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სესხის პროცენტზე ლიმიტი არ არსებობდა და ჩვეულებრივ, ის 20, 30, და 33 პროცენტსაც კი შეადგენდა!


image


III. არსებობდა განსაკუთრებით პრივილეგირებული ტაძრები, რომლებიც ზემოთ ხსენებული, მიწის იჯარით გაცემით და საბანკო საქმის ბიზნესით არ კმაყოფილდებოდნენ და მოსახლეობისგან, რომელიც იმ ტაძრის «მრევლში» (თვალთახედვის არეში) ირიცხებოდა, «შესაწირს» ითხოვდნემ (საეკლესიო მეათედის მსგავსად, რომელსაც მრევლის წევრი საკუთარი შემოსავლის მეათედს ეკლესიის სასარგებლოდ იხდიდა. ეს გადასახადი VIII – XVIII საუკუნეებში სავალდებულო იყო ევროპაში და ყველა ქვეყანაში, სადაც კათოლიკური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდებოდა). ამ გადასახადისგან თავის არიდება არავის შეეძლო, რადგან ტაძრი, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების რეზიდენციას წარმოადგენდა და მასთან დაპირისპირება არავის უნდოდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, თავად ტაძრებს ქურუმები მართავდნენ, რომლებიც თავს ღმერთებსა და ხალხს შორის შუამავლებად მიიჩნევდნენ და სუსტი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ფაქტიური მმართველები სწორედ ისინი იყვნენ.imageimageimageimageimageimageimage







2
443
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
443
  
2019, 13 სექტემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 სექტემბერი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2