x
image
თამილა გურაშვილი
სამი მცენარე, რომელიც პრაქტიკულად ყველა დაავადებას კურნავს
image




„ყოველი დაავადებისთვის მიწაზე ბალახი იზრდება: - უთქვიათ ბრძენებს. ბევრმა შეძლო ამ სიტყვების ნამდვილობაში დარწმუნება. რა თქმა უნდა, აფთიაქს აქვს ფართო სპექტრის მედიკამენტები ნებისმიერი დაავადებისთვის, მაგრამ ისინი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის, ხოლო ის, რაც იაფია, მას ხშირად აქვს გვერდითი ეფექტი.


დედაბუნებამ გულუხვად მოგვცა სასარგებლო მცენარეები, რომლებიც იზრდება ჩვენს თვალწინ. მთავარია იცოდეთ რომელი ბალახი არის კონკრეტულ დაავადებისთვის კარგი.

ამ სტატიაში გთავაზობთ სამ შესანიშნავ მცენარეს, რომელსაც მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია.



image


1. მრავალძარღვა - ეს მცენარე ყველასთვის ნაცნობია, რადგან სწორედ მას ვიყენებდით ბავშვობაში გადაცქვლეფილი მუხლების სამკურნალოდ. მრავალძარღვა მშვენივრად შველის სისხლჩაქცევებს, ჭრილობებს, გველების და მწერების ნაკბენებს.


მრავალძარღვისგან მზადდებ სიროფებიი, რომლებიც ხელს უწყობს ხველისგან განკურნებას. ხშირად მრავალძარღვის სიროფი რეკომენდებულია ოპერაციის შემდეგ.



image


2. კაენის წითელი ცხარე წიწაკა - ამ მცენარის სასარგებლო თვისებები, საუკუნეების წინ, ინდიელებმა აღმოაჩინეს. წითელი წიწაკის წვენი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოთ. გასაკვირიც არის, რომ ის ზაფხულში აგრილებს და ზამთარში ათბობს.


კაენის წიწაკის წვენი რეკომენდებულია სტენოკარდიით დაავადებული ადამიანებისთვის, ის სრულყოფილად არეგულიებს არტერიულ წნევას და მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.



image


3. ნიორი - ეს მცენარე ითვლება ყველაზე სასარგებლო მათგან, რაც იზრდება ჩვენს ბაღში. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ.

ნივრის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს მამაკაცებში პოტენციალის გაზრდას, არტერიული წნევის ნორმალიზებას, ებრძვის სიცივეს, აძლიერებს იმუნიტეტს და მკურნალობს პნევმონიას. ეს არის აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კბილის და ყურის ტკივილისას.


ნიორი დიდი ხანია ცნობილია ანტისეპტიკური თვისებებით და ბავშვობიდანვე გვაძლევდნენ მას გაციებისას. სასარგებლოა ნიორი და ასევე მისი სუნიც ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სამკურნალო მცენარეების მთელი სია, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მთელი მათი სამკურნალო ძალის მიუხედავად, თითოეულ მცენარეს აქვს უკუჩვენებაც.








1
696
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
696
  
2019, 3 ნოემბერი, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1