სისხლის სამართალი რატომ მოკლეს ტაქსის მძღოლი? - „იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი“ 2019, 30 ოქტომბერი, 21:48 65 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძე სასტიკი მკვლელობა სასამართლოს წინაშე აღიარა. მკვლელობის მოტივს რაც შეეხება, ამაზე დაკავებულს არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ტაქსის მაძღოლმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. . "იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა. ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს", - განაცხადა ნიჟარაძემ. საბოლოოდ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითვალისწინებდა, არ დააკმაყოფილა და ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვა. ვარკეთილში თბილისში ტაქსის მძღოლი 27 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული პირი დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 992 2-ს მოსწონს
|