x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რეკორდი მოხსნა: ქალმა 101 წლის ასაკში ბავშვი გააჩინა

image

მეცნიერება ნუთუ მართლაც ასე პროგრესირებს თუ ეს ყოველივე ღვთის ნებაა? ახალბედა დედა - ანატოლია ვერტადელა, რომელიც უკვე 101 წლის არის, მეჩვიდმეტე შვილის - ფრანჩესკოს დაბადებას სწორედ უფლის ნებად განიხილავს. როგორც ბედნიერი დედა იხსენებს, ის გრძნობდა, თუ როგორ დასაჯა ღმერთმა, როდესაც მას განსაცდელის სახით საკვერცხის კიბო მოუვლინა, თუმცა, თექვსმეტი შვილის შემდეგ, რეპროდუქციის უნარი კვლავ დაუბრუნა.


image


ხანდაზმული ქალბატონისთვის საკვერცხის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებაზე უარი არაერთმა ექიმმა განაცხადა, რომლებმაც არც საკუთარი კოლეგები დაინდეს და ისინი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ვინაიდან მათი აზრით, მსგავსი სახის პროცედურა მოხუცის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა.


image

თუმცა, მთავარმა ექიმმა ალესანდრო პოპოლი, ყველაფერი გააკეთა რათა ქალის ეს სურვილი ეესრულებინა და თურქეთის კერძო კლინიკაში საკვერცხის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა, როგორც ცნობილია, მსგავსი სახის პროცედურა ევროკავშირს ტერიტორიის ქვეყნებში კანონით იკრძალება.


image


პაციენტის პირადი ექიმის პოპოლის აზრით, ქალის განსჯის უფლება არავის აქვს, ვინაიდან მას მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის ჩუქების სურვილი ამოძრავებდა. საბოლოოდ სასწაული მოხდა და 101 წლის იტალიელ დედას ჯანმრთელი, შესანიშნავი ბიჭუნა, ფრანჩესკო შეეძინა. ჩვენი გმირის მეუღლე ჯერ კიდევ 1998 წელს გარდაიცვალა, ამიტომ მან ინტერნეტში დონორი, 26 წლის კათოლიკე მამაკაცი მოიძია. მისი რელიგიური შეხედულებები მომავალი დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. ანატოლია ვერტადელა დარწმუნებულია, რომ ამ ბავშვის დაბადება - უდიდესი ჩანაფიქრის განხორციელებაა. ანატოლიის შემთხვევამდე, ისტორიაში ყველაზე ასაკოვან დედად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე მალეგვალე რამოგკოპა ითვლებოდა, რომელიც ტყუპების დედა 92 წლის ასაკში გახდა.



0
485
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
485