კულტურა ომი ფერადი ფხვნილებით 2012, 31 ივლისი, 23:27 29 ივლისს ბერლინში ფერების ფესტივალი ჩატარდა. ტრადიციულად ეს ფესტივალი გაზაფხულის მოსვლის აღსანიშნავად ინდოეთში, მარტის თვეში ტარდება. მაგრამ გერმანელებმა გადაწყვიტეს, რომ ინდური ტრადიციები დაერღვიათ და გასართობად ჩაეტარებინათ ეს ფესტივალ.პირველ რიგში ფესტივალის მონაწილეები ვალდებულები იყვნენ თეთრად შემოსილიყვნენ, რათა ფერადი ანაბეჭდები უკეთესად დამჩნეოდათ. მონაწილეებს ეკრძალებოდათ წამოეღოთ სახლიდან თავიანთი ფერადი ფხვნილები, რადგან ორგანიზატორებმა იქვე გახსნეს სპეციალური მაღაზიები სადაც ეს ფხვნილი უნდა შეეძინათ, გრამი 1 ევროდ. აკრძალული იყო საჭმლის და დასალევის წამოღება და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მონაწილის ასაკი 18 წელზე დაბალი არ უნდა ყოფილიყო. ფესტივალი 3 დგე გაგრძელდა, სადაც არა მხოლოდ ფერებით ''ეომებოდნენ'' ერთმანეთს, არამედ ცეკვაშიც თავიანთ თავებს ცდიდნენ.
98 6-ს მოსწონს
|