x
image
კატაპულტი
რა დაავადებას ებრძვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და რას საქმიანობს ამჟამად ის?!


image

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე იკავებდა, მანამდე კი განათლების მინისტრი გახლდათ. 2011 წლამდე პოლიტიკაში მოსვლამდე გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი იყო 8 წლის განმავლობაში ( 2000-2006 და 2010-2012 წლებში), შუალედში კი იმავე ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.


პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა და GIPA-ში ( საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სალექციო კურსს კითხულობს თემაზე “პოლიტიკა".



საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აქტიური მოღვაწეობის მიუხედავად, წლებია მძიმე დაავადებით იტანჯება, ამის შესახებ მან 2018 წლის მაისში ისაუბრა “ნანუკას შოუ"-ში და აღნიშნა, რომ როდესაც მისი დაავადება მძაფრდება, საერთოდ ვერ მოძრაობს და ლაპარაკიც უჭირს.


საქმე ისაა, რომ გიორგი მარგველაშვილი აუტოიმუნური დაავადებით, მიასთენიით უკვე წლებია შეპყრობილია. სიმპტომები, რომელსაც ექს-პრეზიდენტი აღწერდა მიასთენიით დაავადებულ ადამიანებს განსაკუთრებით სიცხეში უმძაფრდებათ. ასეთ შემთხვევას აღწერდა სწორედ მარგველაშვილი, რომელიც 2011 წელს დაემართა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მკურნალობას საზღვარგარეთ გადის და მუდმივ მონიტორინგზეა.



თქვენთვის საინტერესო:

მიასთენია - ამოუცნობი დაავადება, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ცნობილი ადამიანების უცნობი დაავადებები

0
1377
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0