ჯანმრთელი კვება აუცილებელი არაა მარილიანი იყოს: ჩემი ბავშვები ვაშლის ომლეტზე გიჟდებიან 2019, 28 ოქტომბერი, 17:02 ამ რეცეპტისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ. ეს ომლეტი უფრო მსუბუქ და ძალიან წვნიან დესერტს ჰგავს. ქერქი კი ხრაშუნა და შებრაწული აქვს.
ინგრედიენტები: 4 ს/კ შაქარი 150 გრ ორცხობილა 2 კვერცხი 1 ს/კ ლიმონის წვენი კარაქი გემოვნებით 1 ვაშლი ვაშლი გარეცხეთ, საშუალო ნაჭრებად დაჭერით, 150 მლ წყალი დაასხით და მოხარშეთ. ის რბილი უნდა იყოს, მაგრამ არა პიურეს მდგომარეობამდე. შემდეგ კანი მოაშორეთ, კარაქის ნაჭერი, შაქარი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ. მასა მაცივარში შეინახეთ, რომ სრულად გაგრილდეს. ახლა კვერცხი კარგად ათქვიფეთ. მასა აფუებული უნდა იყოს. შემდეგ კვერცხი და ვაშლის მასა ფრთხილად აურიეთ. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ფორმის ძირში დაქუცმაცებული ორცხობილა მოაყარეთ. ვაშლის მასა დაასხით და ზემოდან კვლავ ორცხობილა მოაყარეთ. საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ. თქვენ მსუბუქ და მკვებავ საუზმეს მიიღებთ. ასევე დაგაინტერესებთ: ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე გემრიელი პაშტეტები საკუთარი ხელით ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ ყველაზე სასარგებლო პური სხეულის ფორმებისთვის: მარცვლეულით და საფუარის გარეშე ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
247 შეფასება არ არის |