x
შსს-ს თანამშრომლებს ხელფასი 125 ლარით გაეზრდებათ
image


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამეგრელო ზემო-სვანეთს ეწვია და ადგილობრივი პოლიციის და რეგიონების დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.


შეხვედრაზე ვახტან გომელაურმა ხაზი გაუსვა უწყების პრიორიტეტული მიმართულებების სისტემურ განახლების გეგმებს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.


უწყების პრიორიტეტულ მიმართულებების სისტემურ განახლებაში შედის ასევე ისიც, რომ 2020 წლის 1-ელი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.



ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონების დანაყოფების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
78