სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსით გარდაიცვალნენ 2019, 27 ოქტომბერი, 8:12 ![]() 1-კლაუს ნომი-ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც შიდსით გარდაიცვალა, ცნობილი მუსიკოსი 1983 წელს 6 აგვისტოს დაიღუპა 39 წლის. ![]() 2-როკ ჰადსონი-ცნობილი მსახიობი, ქალთა გულთამპყრობელი, ისეთი ფილმების ვარსკვლავი როგორებიცაა "შეყვარებული ბრუნდება " და "ინტიმური საუბარი", გარდაიცვალა 1985 წლის 2 ოქტომბერს 60 წლის ასაკში. ![]() ![]() ![]() 5-ტომ ფოგერტი-Creedence Clearwater Revival-ის გიტარისტი სისხლის გადასხმის დროს დაინფიცირდა, გარდაიცვალა 1990 წლის 6 სექტემბერს 48 წლის ასაკში ![]() 5-მაილზ დევისი-სხვა თანმხლები დაავადებები, ტრავმები და ნარკოტიკი, იყო კატალიზატორი შიდისისთვის, ცნობილი ჯაზმენი, გარდაიცვალა 1991 წლის 28 სექტემბერს 65 წლის. ![]() 6-ფრედი მერკური-"ქუინის" სოლისტმა წინა დღეს სახალხოდ აღიარა, რომ დაინფიცირებული იყო, ხოლო მეორე დღეს, 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა, 45 წლის ასაკში. ![]() 7-აიზეკ აზიმოვი -შიდსის მსხვერპლი გახდა რუსული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მწერალი, გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს 72 წლის ასაკში.დაინფიცირდა 1983 წელს გულის ოპერაციის დროს დონორის სისხლით. ![]() 8-რუდოლფ ნურეევი-საბჭოთა-ინგლისელ-ფრანგ ბალეტმეისტერს, რომელიც ჰომოსექსუალი იყო საშინელი დიაგნოზი 1984 წელს დაუსვეს, გარდაიცვალა 1993 წლის 6 იანვარს 54 წლის ასაკში ![]() 9-დენჰოლმ ელიოტი-ცნობილი ბრიტანელი თეატრის და კინოს მსახიობი დაინფიცირდა 1987 წელს, გარდაიცვალა თან დართული ტუბერკულიოზით 1992 წლის 6 ოქტომბერს 70 წლის ასაკში. ![]() 10-არტურ ეში-1993 წლის 6 თებერვალს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჩოგბურთელი, ამერიკის, ავსტრალიის ღია ჩემპიონატების და უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული, აზიმოვივით ისიც დონორის სისხლით დაინფიცირდა 1983 წელს. ![]() 11-ოფრა ჰაზა-ცნობილი ებრაელი მომღერალი."გრემის" პრემიის ლაურეატი, შიდსიგან გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა, 2000 წლის 23 თებერვალს(42 წლის)როგორც მომღერლის მენეჯერმა განაცხადა, მომღერალი ქმრისგან, დორონ აშკენაზისგან დაინფიცირდა. ![]() 713 3-ს მოსწონს
|