x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მარკ ტვენის ბრძნული ციტატები ირონიის ელფერით

მარკ ტვენის შემოქმედება არაერთ ჟანრს მოიცავს — იუმორი, სატირა, ფილოსოფიური ფანტასტიკა, პუბლიცისტიკა და ა. შ. კარიერის მწვერვალზე, ის ალბათ ყველაზე პოპულარული პიროვნება იყო ამერიკაში. როგორც ერთხელ უილიამ ფოლკნერმა აღნიშნა, მარკ ტვენი «პირველი ნამდვილად ამერიკელი მწერალი იყო, და ჩვენ ყველანი, — მისი მემკვიდრეები ვართო». ხოლო, ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა, რომ მთელი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა მარკ ტვენის ერთი წიგნიდან არის გამოსული, რომელსაც «ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი» ჰქვიაო.


image


ტომ სოიერის და ჰეკლბერი ფინის «მამა», ყველა დროის, მხოლოდ ერთ–ერთი ყველაზე მახვილგონიერი ავტორი კი არა, დიდი ხუმარა ვინმე იყო. აქ სწორედ მის მიერ წარმოთქმული ციტატების ნაკრებს გთავაზობთ, რომელიც თავისში მახვილგონიერებას, ირონიას და სიბრძნეს აერთიანებს:



ზაფხული — წელიწადის დრო არის, როდესაც ძალიან ცხელა, საიმისოდ, რომ ის გააკეთო, რის გასაკეთებლადაც ზამთარში ძალიან ციოდა.


არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე კარგი მაგალითი.


ის, ვინც, კარგ წიგნებს არ კითხულობს, არანაირი უპირატესობა არა აქვს ადამიანთან, რომელსაც მათი წაკითხვა არ შეუძლია.


ნებისმიერი ხსენება პრესაში, ნეკროლოგის გარდა – რეკლამა არის.


წარსული — სურნელია, რომელსაც ია მას ჩუქნის, ვინც ის გათელა.


სიმართლე მონაგონზე წარმოუდგენელია, რადგან მონაგონი ყოველთვის გარკვეულ ჩარჩოებშია, სინართლე კი — არა.



სამი სახის ტყუილი არსებობს: ტყუილი, თავხედური ტყუილი და სტატისტიკა.


ხმაური არაფერს ამტკიცებს. ქათამი, რომელიც კვერცხს დადებს, ხშირ შემთხვევაში, ისე ფაციფუცობს, თითქოს პატარა პლანეტა დადო.


ისე იცეკვე, თითქოს არავინ გიყურებს. ისე იმღერე, თითქოს არავინ გისმენს. ისე გიყვარდეს, თითქოს არასდროს უღალატიათ და ისე იცხოვრე, თითქოს დედამიწა — სამოთხეა.


ნუ იფიქრებთ, რომ სამყაროს თქვენი რამე მართებს — ის თქვენამდეც იყო და თქვენი ვალი არა აქვს.


კლასიკა — ის არის, რასაც თითოეული თვლის, რომ უნდა წაილითხოს და არავინ კითხულობს.


ყველაზე უარესი მარტოობა — ის არის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან, თავს არაკომფორტულად გრძნობს.


როდესაც 14 წლის ვიყავი, მამა იმდენად სულელი იყო, რომ ძლივს ვიტანდი; მაგრამ, როდესაც 21 წელი შემისრულდა, იმით ვიყავი გაოცებული, თუ როგორ შეძლო მან, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე ასე დაჭკვიანება.


ადამიანი — ერთადერთი ცოცხალია არსებაა, რომელსაც გაწითლება შეუძლია. თუმცა, ამის კეთება მხოლოდ მას უწევს.


სიგარეტისთვის თავის დანებება ადვილია. მე ეს, თითქმის, ასჯერ გავაკეთე.


სიკეთე — ის არის, რისი გაგონებაც სმენადაქვეითებულს და რისი დანახვა უსინათლოს შეუძლია.


ეს ქვეყანა ისეა მოწყობილი, რომ როდესაც ადამიანი ნერვიულობას ერთზე ასრულებს, — მაშინვე წუხილს სხვა რამეზე იწყებს.


ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა — იმის სმა–ჭამაა, რაც არ გიყვარს და იმის კეთებაა, რისი გაკეთების სურვილიც არა გაქვს.


სასიკვდილო სარეცელზე მხოლოდ 2 რამეს ვინანებთ — ნაკლებად რომ გვიყვარდა და ცოტას რომ ვმოგზაურობდით.


იმ ადამიანებს ერიდეთ, ვინც საკუთარი რწმენის დაკარგისკენ გიბიძგებთ. დიდი ადამიანი კი, პირიქით, აზრს შთაგინერგავთ, რომ თქვენ ბევრის მიღწევას შეძლებთ.


ვინც არ იცის თუ სად მიდის, ძალიან გაუკვირდება, თუ არასწორ ადგილზე მოხვდება.


მოდით მადლობა ვუთხრათ სულელებს. რადგან, რომ არა ისინი, დანარჩენებს წარმატების მოპოვება ძალიან გაუჭირდებოდათ.


როდესაც მე და ჩემი მეუღლე რამეზე ვერ ვთანხმდებით, ჩვენ ყოველთვის იმას ვაკეთებთ, როგორც მას უნდა რომ გავაკეთოთ... და მეუღლე, ამას კომპრომისს ეძახის.


კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მიძინებული სინდისი — აი, ეს არის იდეალური ცხოვრება.


ბედნიერეი რომ იყო, საკუთარ სამოთხეში უნდა ცხოვრობდე! ნუთუ ფიქრობთ, რომ ერთი და იგივე სამოთხე ყველა ადამიანს უკლებლივ დააკმაყოფილებს?


ათასობით გენიოსი ცხოვრობს და ამ ქვეყნიდან უსახელოდ მიდის — სხვებისგან არ აღიარებული, ან არ აღიარებული საკუთარი თავის მიერ.


ნაოჭები მხოლოდ იმ ადგილებს უნდა აღნიშნავდეს, სადაც ადრე ღიმილი იყო.


ცხოვრებაში ერთხელ, იღბალი ყველას კარზე აკაკუნებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ადამიანი უახლოეს ლუდხანაში ზის და კაკუნი არ ესმის.


ყველა ადამიანი ერთნაირად რომ ფიქრობდეს, დოღზე აღარავინ ითამაშებდა.


ადამიანის ტვინი — უდიდესი რამ არის. ის მშვენივრად მუშაობს იქამდე, ვიდრე სიტყვის წარმოსათქმელად ავდგებით.


სკოლას არასდროს ვაძლევდი უფლებას, რომ ჩემს განათლებაში ჩარეულიყო.


ჩვენ ის ადამიანები მოგვწონს, რომლებიც თამამად გვეუბნებიან, რასაც ფიქრობენ, იმ პირობით, თუ ისინი ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ.


ძველი სიბრძნის თანახმად, — «ბავშვები და სულელები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ». დასკვნა ნათელია: უფროსები და ბრძენი ადამიანები სიმართლეს არასდროს ამბობენ.


ღმერთმა ადამიანი იმიტომ შექმნა, რომ მაიმუნმა იმედი გაუცრუვა. ამის შემდეგ, მან ექსპერიმენტების გაგრძელებაზე უარი თქვა...


უმჯობესია დუმილი და თავის სულელად მოჩვენება, ვიდრე ხმის ამოღება და ეჭვების გაფანტვა.


თუ ფული გჭირდება, უცხოსთან წადი; თუ რჩევა — მეგობრებთან; ხოლო თუ არაფერი გჭირდება — ნათესავებთან.


ბანკი — დაწესებულებაა, სადაც ფულის სესხება შეიძლება, თუ შეძლებთ იმის დამტკიცება, რომ ეს ფული არაფერში გჭირდებათ.


სიმართლის მიწოდება ისე უნდა მოხდეს, როგორც პალტოს აწვდიან და არა სველი პირსახოცის სახეში სროლასავით.


საკუთარი მწუხარების მქონე ადამიანებს ყველაზე კარგად შეუძლიათ სხვების ნუგეში.


მშიერ ძაღლს თუ შეიფარებთ, აჭმევთ და მოეფერებით, ის არავითარ შემთხვევაში არ გიკბენთ; ამაშია მისი ფუნდამენტური განსხვავება ადამიანისგან.


იყიდეთ მიწა — მას ხომ აღარავინ აწარმოებს?!

imageimageimageimageimageimageimage








0
1090
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1090
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0