x
პროტესტი ერაყში : 20-ზე მეტი დაღუპული და ასობით დაშავებული
image


ყველაზე ცოტა 21 ადამიანი დაიღუპა ერაყში, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს. არეულობის დროს 1800 ადამიანი დაშავდა. ბაღდადში პროტესტანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტები "მწვანე ზონაში" გადავიდნენ, სადაც განლაგებულია უცხოეთის საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებები.


მაჰდი ქერბალმა, შიიტელი ღვთისმსახურის ალი ალ-სისთანის დამხმარემ, პროტესტანტებს მიმართა და მოიწოდა უსაფრთხოებისთვის თავი აერიდენიბათ ძალადობისგან.


სიმშვიდე ჯერ კიდევ არაა ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში. ენ-ნასირიაში ქუჩაში გამოვიდა ათასობით პროტესტანტი. დემონსტრანტები თავს დაესხნენ დი-ქარის ადმინისტრაციულ შენობას და დაწვეს. მანიფესტანტები ითხოვდნენ ადელ აბდელ მაჰდის გადადგომას. სიღარიბის, უმუშევრობის და კორუფციის წინააღმდეგ გამოსვლები ქვეყანაში პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. მშვიდობიანი აქციები მალევე გადაიზარდა პოლიციასთან და სამხედრო მოსამსახურეებთან დაპირისპირებაში.





0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
53