x
image
ნოდარ ხვედელიძე
აივ ინფექცია და შიდსი

რა არის აივი და შიდსი?

image

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი(აივ)არის ვირუსი რომელიც იწვევს შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსი). აივ ვირუსის ბოლო სტადიას ეწოდება შიდსი, ამიტომ ყველას ვისაც აივ ინფექცია აქვს არ ნიშნავს რომ იგი დაავადებულია შიდსით.

აივ ინფიცირებული ადამიანი რომელიც იღებს ეფექტურ მკურნალობას, ნაკლებ სავარაუდოა რომ განუვითარდეს შიდსი და სიცოცხლის ხანგძლივობა ნორმალური ადამიანისას უტოლდება. თუმცა მკურნალობის გარეშე აივ ინფექცია აზიანებს იმუნურ სისტემას რაც იწვევს მრავალ ინფექციასა და სიმსივნეებს დროთა განმავლობაში.

თუკი არ მიმდინარეობს მკურნალობა, უმეტეს ადამიანებს უვითარდებათ მძიმე იმუნური დეფიციტი 10-წელში, ორგანიზმი ხდება ნაკლებად გამძლე ინფექციებთან საბრძოლველად და ვეღარ უზრუნველყოფს სიმსიმნეების განვითარებისაგან დაცვას, რადგან იმუნური სისტემა ვეღარ მუშაობს სწორად.

აივის სიმპტომები


უმეტესად ადამიანებს არ აქვთ ან აქვთ სუსტი გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გრიპის მაგვარი სიმპტომები მოიცავს:


⫸სიცხეს

⫸დაღლილობას

⫸თავის ტკივილს

⫸ღამით ოფლიანობას

⫸პრის ღრუს გამონაყარს

⫸კუნთებისა და სახსრების ტკივილს

⫸ყელის ტკივილს

⫸გადიდებული ლიმფური ჯირკვლები კისრის, იღლიებისა და საზარდულის მიდამოებში

როდს უნდა მივმართოთ ექიმს

ინფექციას არ აქვს კონკრეტული სიმპტომატიკა, ამიტომ ნებისმიერი გამოვლინება შესაძლოა იყოს სხვა დაავადების ნიშანი, თუმცა საჭიროა ტესტის ჩატარება თუკი კონტაქტი გქონდათ ინფიცირებულთან. რისკ-ჯგუფებს განეკუთნება:

⫸დაუცველი ჰომოსექსუალური სქესობრივი კონტაქტი

⫸სქესობრივი კონტაქტი ადამიანთან რომელიც არის რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან(აფრიკის ქვეყნები, კამბოჯა, ბირმა, ტაილანდი, პაპუა ახალი გვინეა)

⫸მოიხმართ ნარკოტიკებს საერთო ნემსით

⫸პირსინგი და ტატუ პროცედურები არასტერილური ხელსაწყოებით

⫸სექს მუშაკები

რა იწვევს აივ/შიდსს

აივ ინფექცია არის სისხლში, სპერმაში, დედის რძეში. ვირუსი შესაძლოა გადავიდეს შემდეგი გზებით:

⫸დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს

⫸ტატუ და პირსინგ სალონებში არასტერილური აღჭურვილობით

⫸დედიდან შვილზე: ორსულობისას, მშობიარობისას, ან ძუძუთი კვებისას

⫸იშვიათად ორალური სქესობრივი კონტაქტი

უნდა გვახსოვდეს, რომ ინფექცია არ გადადის ისეთი ქმედებებით როგორებიცაა: კოცნა, სხვადასხვა სოციალური კონტაქტები, ტუალეტებით ან კოღოებით.

image

შიდსის სტადია

თუკი ხართ აივ ინფიცირებული და არ იტარებთ შესაბამის მკურნალობას, საბოლოოდ ვირუსი ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას და პროგრესირდება შიდსის სტადიამდე, შიდსი უკვე არის აივის გვიანი სტადია:

შიდსის სიმპრომებია

⫸უეცარი წონის კლება

⫸ქრონიკული ცხელება და ღამით ძლიერი ოფლიანობა

⫸ძლიერი და უმიზეზო დაღლილობა

⫸ხანგძლივად გადიდებული ლიმფური ჯირკვლები

⫸დიარეა რომელიც ერთ კვირაზე მეტი ხანი გრძელდება

⫸პნევმონია

⫸წითელი, ყავისფერი, ვარდისფერი და ჩირქოვანი გამონაყარი კანზე, პირის ღრუში, ქუთუთოების შიგნით, და სხვა.

⫸მეხსერების პრობლემები, დეპრესია და სხვა ნევროლოგიური დარღვევები.

ასევე აღნიშნული სიმპტომებიც შესაძლოა სხვა დაავადებებზე მიუთითებდეს, ამიტომ საჭიროა ტესტირება ვირუსზე.

ცხოვრება აივ/შიდსით

თუკი თქვენ გაქვთ ინფექცია, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია დასახოთ მკურნალობის გეგმა, მიიღოთ სიფრთხილის ზომები რათა არ დააინფიციროთ სხვა, იზრუნოთ იმუნიტეტზე და თავიდან აიცილოთ ცხოველებთან კონტაქტი რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია, როგორეიც არიან კატები და ფრინველები, შეინარჩუნოთ მაქსიმალური ჰიგიენა.

როგორ შეგვიძლია პრევენცია

საუკეთესო გზა პრევენციისათვის არის:

⫸გამოიყენეთ პრეზერვატივი და წყალზე დამზადებული ლუბრიკანტები

⫸არასდროს გამოიყენოთ სხვისი ნემსი, შპრიცი და სხვა პირადი მოხმარების საშუალებები

⫸დარწმუნდით რომ სალონებში გაწვდიან მხოლოდ სტერილურ აღჭურვილობას



იხილეთ ასევე:

რა არის ქოლესტერინი და როგორ ვაკონტროლოთ იგი

რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი

ყველაფერი კიბოს შესახებ

ყავის დადებითი და უარყოფითი თვისებები

0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0