როგორც ეკა კვესიტაძემ დაწერა:"Paata Salia არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა "რუსთავი 2-"-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ "რუსთავი 2" არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ!"
ნიკა გვარამიამ კი აღნიშნული სტატუსი შემდეგი სიტყვებით გააზიარა:
"ჩემი საპენსიო თანხაც ამწაპნეს, 5000 ლარი. რომ აღარაფერი ვთქვათ დარჩენილ სახელფასო ვალდებულებაზე - 110.000 ლარზე. Tamila Gvelesiani ალო, ექვსმაგი ხელფასით ხალხის დამბოლებლებო, ჯერ დავალიანება რო გაიატუმროთ, არ ჯობია? მერე ყადაღას მომიზეზებით არც იმ ექვსმაგებს არ გასცემთ, ჩვენსას კი არა. არა და, მაინც მოგიწევთ. EBUს ყადაღას თქვენს ქონებაზე, ჩემი მოყვება მალე - აქ ნათქვამს პლიუს 5 მილიონიან დოლარიანი საკონტრაქტო ვალდებულება"