ულამაზესმა 19 წლის ფრანგმა კიკბოქსიორმა გოგონამ "Bellator KB 12"-ზე დებიუტი ნოკაუტით აღნიშნა
19 წლის ფრანგ კიკბოქსიორ გოგონას ჟად ჟორანს მუდამ ემახსოვრება "ბელატორზე" თავისი პირველი გამოსვლა. დებიუტი მუდამ სტრესთან, საკუთარ თავთან ბრძოლასთან, დაძაბულობასთანაა ასოცირებული და ასეთ დროს მნიშვნელობა არა აქვს დებიუტანტი გოგონაა, ბიჭია, ქალია თუ მამაკაცი.
ჟად ჟორანმა მილანში გამართულ შეჯიბრებაზე "Bellator KB 12"-ი, ყველანაირი კომპლექსი და დაძაბულობა მოსასხამივით "გადააგდო" და უძლიერეს მოწინააღმდეგესთან ფანტასტიური შეხვედრა ჩაატარა.
19 წლის ფრანგმა გოგონამ იტალიელ ძალზე გამოცდილ მებრძოლთან-37 წლის სილვიუ ლა-ნოტესთან ჩაატარა შეხვედრა. თუ ფრანგი გოგონა დებიუტანტი იყო, იტალიელს 87 შეხვედრა ჰქონდა "ბელატორზე" ჩატარებული, თუ პირველ ეტაპზე 17 მარცხი ჰქონდა განცდილი, ასაკმა გამოცდილება შესძინა და წაგებების პარალელურად 66 შეხვედრა მოიგო და 4 ჩაატარა ფრედ.
სწორედ ასეთი მრისხანე მეტოქე დაამარცხა დებიუტანტმა ფრანგმა გოგონამ, მან მეორე რაუნდში ფეხის ეფექტური დარტყმით პრაქტიკულად "მოთიბა" გამოცდილი იტალიელი და ღრმა ნოკაუტში ჩააგდო. ჟად ჟორანმა გამანადგურებული დარტყმა მიაყენა თავში მეტოქეს და ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა სადებიუტო შეხვედრაში.
შეხვედრის ვიდეოსთან ერთად გთავაზობთ ამ ლამაზი ფრანგი გოგონას სურათების კოლაჟს, რომლის დანახვისას ვერ იფიქრებთ, რომ ეს მშვენიერი გოგონა კიკბოქსიორია.