საზოგადოება "ბიბლუსის" მაღაზიებში "ლურჯი ოკეანის" კვირეული დაიწყო 2019, 22 ოქტომბერი, 10:17 "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "ლურჯი ოკეანის" კვირეული უკვე დაიწყო. კვირეული 21 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში „ლურჯი ოკეანის“ ყველა წიგნზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს“ ხოლო სერიებზე „მარტივად“, „ბიზნესის გენია“ და “სინერჯი ჯგუფის წიგნებზე“ ბიზნესლიტერატურის მკითხველს _ 50%-იანი ფასდაკლება ელის. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, „ბიბლუსიგალერეაში“ (კანდელაკის #7) იგეგმება ბიზნესმასტერკლასები: 22 ოქტომბერი, 19:00 - „საუბრები ძროხობაზე“, სპიკერი - შოთა ჩინჩალაძე; 25 ოქტომბერი, 19:00 – „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“, სპიკერი - რამაზ გიგაური; 29 ოქტომბერი, 19:00 – „იდეიდან ბიზნესმოდელამდე“, სპიკერი - სოსო გალუმაშვილი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს დამატებითი ფასდაკლებები ელით. ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/500672237182165/ 6 1-ს მოსწონს
|